Ward's selects the 10 best interiors of 2012
17 აპრილი
ჰიუნდაი აქცენტი |
გამოცემა „უორდს ავტო უორლდმა“ ჩაატარა კონკურსი „10 საუკეთესო“ ინტერიერი, რომლის შედეგების მიხედვითაც, სხვადასხვა საფასო სეგმენტში, საუკეთესოს წოდება „ჰიუნდაის“ ორმა ავტომობილმა დაიმსახურა. კონკურსის ფარგლებში, სულ ტესტირება 40 ახალ მოდელს ჩაუტარდა, რომელთაგან 13 პრემიუმ კლასისაა.
„ჩვენ სხვადასხვა კლასის ავტომობილებს ჩავუტარეთ ტესტირება და შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ კომპანიები თავიანთი დიზაინერების მიმართ ძალიან მომთხოვნნი გახდნენ. ეს კი საბოლოო პროდუქტის ხარისხზე დადებითად აისახება. ავტომობილების სალონები გემოვნებითაა გაფორმებული, კარგადაა ეკიპირებული და ძალიან კომფორტულებია“, - ამბობს „უორდ ავტო უორლდის“ მთავარი რედაქტორი დრიუ უინტერი.
ჰიუნდაი აზერა |
ინტერიერების შეფასებისას, მთავარი კრიტერიუმები იყო ერგონომიულობა, გამოყენებული მასალების ხარისხი, უსაფრთხოება, ესთეტიკა და ასევე ის, თუ რამდენად ეფექტურად მიეწოდება მძღოლს ავტომობილის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია და რამდენად ფუნქციურია დამხმარე მოწყობილობები.
საბოლოოდ, კონკურსის ტოპ-ათეულში შემდეგი ავტომობილები შევიდა (ჩამონათვალი მათი საბაზო ღირებულების შესაბამისად): ჰიუნდაი აქცენტი (15 925 დოლარი), შევროლე სონიკი (18 745), დოჯ დარტი (21 485), ფოლკსვაგენ ხოჭო (25 195), მაზდა CX-5 (30 415), ჰიუნდაი აზერა (36 875), კრაისლერ 30 ლაქშერი (44 855), რეინჯ როვერ ევოკი (49 745), ინფინიტი JX35 (54 800), აუდი A7 (67 430).
სიაში ყველაზე იაფი ავტომობილი „ჰიუნდაი აქცენტია“, რომლის სალონიც, ჟიურის შეფასებით, „უმნიშვნელო დეტალებიც მონდომებითაა შესრულებული“. რაც შეეხება „აზერას“, ის თავის კლასისთვის შეუფერებლად იაფი კი ღირს, მაგრამ მისი სალონი იმდენად მაღალი ხარისხისაა, რომ მასზე გაცილებით ძვირადღირებული ავტომობილების ინტერიერებზე უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებს.
No comments:
Post a Comment