MG Icon SUV: official sketches
17 აპრილი
პეკინის ავტო შოუზე, ჩინური კომპანია „შანჰაი ავტომოტივ ინდასტრი კორპორეიშნი“ უგზოობის კონცეპტუალურ „MG აიკონს“ წარადგენს. პრემიერამდე ერთი კვირით ადრე კი მისი ესკიზები და მწირი ინფორმაცია გამოაქვეყნა. „MG აიკონი“ არის უგზოობის კომპაქტური ავტომობილი, რომელიც ამჟამად კოდური სახელით - AS21, არის ცნობილი. მისი წარმოება პრემიერიდან ორ წელიწადში დაიწყება.
ამ ავტომობილზე მუშაობისას, დიზაინერებმა შთაგონება კუპე MGB GT-სგან მიიღეს, რომელსაც ინგლისური კომპანია MG (ის ახლა SAIC-ს ეკუთვნის) 1965-1980 წლებში უშვებდა. ის იმავე პლატფორმაზეა ბაზირებული, რომელსაც „როევე 350-ზე“ და MG 5-ზე იყენებენ. თვალსაჩინოებისთვის, ხუთკარიანი „აიკონი“ ზომებით დაახლოებით „ნისან ჯუკის“ ტოლია.
რაც შეეხება აგრეგატს, ჯერ დაუდასტურებელი ინფორმაციით, ავტომობილს მამოძრავებელ ძალას SAIC-ის მიერ შემუშავებული, ბენზინის ოთხცილინდრიანი 1.5-ლიტრიანი ტურბო ძრავი აწვდის. ამ ძრავის სიმძლავრე 135 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 200 ნიუტონმეტრი. მალე მას „როევე 350-ზე“ და MG 5-ზეც დააყენებენ.
სალონში ოთხი ინდვიდუალური სავარძელია მოთავსებული. ამასთან, უკანა ორი იკეცება და ასე საბარგულის მოცულობა იზრდება. ძარაზე უცნაური ისაა, რომ მას არ აქვს შუა საყრდენები. თუმცა, თუ მისი წარმოება გადაწყდა, სერიულ ავტომობილს ისინი აუცილებლად ექნება. უკანა ორი კარი მცირე ზომისაა და სავარაუდოდ (ესკიზზე ეს არ ჩანს, SAIC კი შესაბამიდ ინფორმაციას არ ავრცელებს) ისინი წინების საპირისპიროდ იღება (როგორც მაზდა RX8-ზე).
MG „შანჰაი ავტომოტივის“ მფლობელობაში მას შემდეგ გადავიდა, რაც ჩინური გიგანტი ასევე ჩინურ „ნანძინ ავტომობილ კორპორეიშნთან“ გაერთიანდა (2007 წელს). ყოფილი ინგლისური მარკა ამჟამად მხოლოდ სამ მოდელს - MG3-ს, MG5-ს და MG6-ს აწარმოებს.
No comments:
Post a Comment