Designer Brings the Classic BMW Isetta into the 21st Century
17 აპრილი
წლების განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ბეემვეს“ ჯგუფი მივიწყებულ ბრენდ „იზეტას“ აღდგენას და მას „დაიმლერის“ „სმარტთან“ საკონკურენვიოდ გამოიყენებდა. მაგრამ საბოლოოდ, ეს ჭორები არ გამართლდა. ბავარიელებმა ახალი სუბ ბრენდი კი ჩამოაყალიბეს, მაგრამ მისთვის მხოლოდ ერთასოიანი აბრევიატურა - i გაიმეტეს და მალე ამ ბრენდით, ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების მთელი გამის წარმოებას დაიწყებენ.
არადა, „იზეტამ“ თავის დროზე გადამწყვეტი როლი ითამაშა „ბეემვეს“ გადარჩენაში. ამ უცნაური, ციცქნა ავტომობილის წარმოების უფლება ბავარიელებმა იტალიური კომპანია „ისო-სგან“ შეიძინეს.
ბავარიელები თავიანთი იტალიური ბრენდის აღდგენას არ აპირებენ, მაგრამ „იზეტა“ ბევრი დამოუკიდბელი დიზაინერისთვის მაინც შთაგონების წყაროდ რჩება. მაგალითად, ვენის გამოყენებითი ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტმა ტონი ვაიხზელბრაუნმა ძველი „იზეტას“ თანამედროვე, 21-ე საუკუნის ვერსია შექმნა.
დიზაინერმა თავის პროექტს „ბეემვე eზეტა“ უწოდა. ალბათ მიხვდით, რას ნიშნავს სახელში ასო e. ვაიხზელბრაუნის ჯუჯა სუფთა ელექტრომობილია. გარეგნობით კი ავტომობილი ძლიერ ჰგავს ძველ „იზეტას“, ოღონდ თანამედროვე სტილშია შესრულებული.
„ჩემს მიერ შემუშავებული „eზეტა“ საქალაქო ელექტრომობილია, რომელსაც ენერგიის შევსება ჩვეულებრივი შტეპსელიდან შეუძლია. ამის გამო, მიუხედავად იმისა, რომ მის ელემენტებს მცირე რაოდენობით ენერგიის დაგროვება შეუძლია, მათი სწრაფად დამუხტვა პრობლემა არ იქნება. მისი დიზაინის შემუშავებისას კი ლეგენდარული „იზეტას“ გარეგნობისგან მივიღე შთაგონება. წინა კარი სრიალებს და ტრიალდება, რაც მასში ტროტუარიდან ჩაჯდომის საშუალებას იძლევა“, - ყვება პროექტის ავტორი.
No comments:
Post a Comment