Working Prototype of Bertone Nuccio Concept Coming to Beijing
19 აპრილი
პეკინის ავტო შოუზე, იტალიური სადიზაინო ატელიე „ბერტონე“ კონცეპტუალურ „ნუჩოს“ წარადგენს, რომელიც პირველად ჟენევის მოტორ შოუზე კი გვიჩვენა, მაგრამ ის მხოლოდ მაკეტი იყო. პეკინში კი „ბერტონე“ მოქმედ ავტომობილს ჩაიტანს, რომელიც შოუს შემდეგ გაიყიდება.
პეკინისთვის მომზადებული „ნუჩო“ ჟენევური კონცეპტუალური ავტომობილისგან გარეგნობითაც განსხვავდება. მას აქვს წინა ფარები, შეიცვალა წინა ბამპერის და მის ქვეშ არსებული ჰაერის ამღების მოყვანილობა. ბამპერში არსებული შუქდიოდური ზოლი დავიწროვდა და ის ფარების ქვეშ მთავრდება (ადრე თითქმის საბორბლე თაღამდე აღწევდა). დაკიდევ, უკანა ხედვის სარკეების ზომები გაიზარდა.
რომელი ძრავი ჩადგეს ბაზაში, ამაზე ჯერჯერობით „ბერტონეს“ წარმომადგენლები სდუმან. დიდი შანსია იმისა, რომ ის „ფერარის“ წარმოების 4.3-ლიტრიანი V8 ძრავით აღიჭურვა, რომელიც 480 ცხენის ძალას ავითარებს და რომელსაც ავტომატური ტრანსმისია შეუწყვილდება.
შეგახსენებთ, რომ ეს ავტომობილი, კომპანიის ასწლოვანი იუბილეს აღსანიშნავად შეიქმნა. მის შემუშავებას „ბერტონეს“ დიზაინის დირექტორი მაიკლ რობინსონი ხელმძღვანელობდა. მანქანას სახელი კი კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხელმძღვანელისა და დიზაინერის, ნუჩო ბერტონეს საპატივცემულოდ ეწოდა. ნუჩო კომპანიას 1946-1997 წლებში ხელმძღვანელობდა.
სწორედ ნუჩო ბერტონე იყო ახალი სტილის ერთ-ერთი დამნერგავი, რომელმაც გასული საუკუნის 70-იან წლებში, საავტომობილო დიზაინის მოდა დახვეწა და მას ახალი მიმართულება მიანიჭა. სწორედ იმ პერიოდის კონცეპტუალური ავტომობილების შთაგონებით შეიქმნა „ნუჩო“, რომელმაც ჟენევაში ბევრი აღაფრთოვანა.
No comments:
Post a Comment