Hyundai Defies European Economic Crisis, Records Best Ever First Quarter Sales
19 აპრილი
აფერხებს კი არა, კორეულმა კომპანიამ ევროპულ ბაზარზე გაყიდვებში, პირველი კვარტლის რეკორდი დაამყარა. და ეს მაშინ, როდესაც ავტომწარმოებელთა უმეტესობას ძველ კონტინენტზე გაყიდვებთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, „ჰიუნდაი“ რეკორდს ამყარებს...
კორეული კომპანიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, პირველი კვარტლის გაყიდვების მოცულობამ 114 571 ავტომობილი შეადგინა. ეს კი, წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 12.5 პროცენტით მეტია. ეს იმ დროს, როდესაც ევროპულ ბაზარზე მთლიანად 7.3 პროცენტით ნაკლები ავტომობილია გაყიდული. ამგვარად, „ჰიუნდაიმ“ ევროპულა ბაზრის 3.3 პროცენტი დაიკავა.კორეული კომპანიისთვის რეკორდულია მარტის გაყიდვებიც - 50 131 ავტომობილი, რაც შარშანდელი მარტის მაჩვენებელზე 13.8 პროცენტით მეტია. საყურადღებოა ისიც, რომ ევროპული ბაზრის ახალი ავტომობილების გაყიდვების მოცულობამ მარტში დაახლოებით 6.6 პროცენტით დაიკლო.
„ჰიუნდაის“ სამოდელო გამიდან, ძველ კონტინენტზე ყველაზე მეტი პოპულარობით i30 კომპაქტური ჰეჩბეკი და უნივერსალი (ფოტოზე), ასევე ქროსოვერი ix35 (იგივე ტუსანი) და მინივენი ix20 გამოირჩევა. აღსანიშნავია, ყველა ჩამოთვლილ ავტომობილს კორეული კომპანიის ჩეხური ქარხანა უშვებს და მათზე გაყიდვების ნახევარი მოდის.
„ჩვენი ავტომობილების დიზაინი და კონსტრუქცია ევროპაშია შემუშავებული და მათ ევროპაში, აქაური მყიდველისთვის ვაწარმოებთ. პირველი კვარტლის შედეგები მოწმობს, თუ რამდენად გამართულად მუშაობს ჩვენი ასეთი სტრატეგია“, - ამბობს „ჰიუნდაი მოტორ იუროპის“ მტავარი აღმასრულებელი ალან რუშფორტი და დასძენს, რომ ახლახანს დაიწყო ახალი თაობის i30-ის გაყიდვა, რომლის დახმარებითაც, კორეული კომპანია ევროპის ბაზარზე თავისი წილის 3.5 პროცენტამდე გაზრდას იმედოვნებს.
No comments:
Post a Comment