Lamborghini SUV to be named Urus
19 აპრილი
რამდნიმე დღე და „ლამბორგინი“ თავის სრულიად ახალ, უგზოობის ავტომობილს, რომელსაც როგორც ახლახანს გაირკვა, „ურუსი“ უწოდა და არა „დეიმოსი“, როგორც ეს ადრე იყო ნავარაუდები. თუმცა, ვარაუდსაც საფუძველი ჰქონდა - იტალიურმა კომპანიამ ჟენევური მოტორ შოუს შემდეგ, სწორედ სახელ „დეიმოსზე“ საკუთრების უფლება გაიფორმა.
პარალელურად, სანტ’აგატა ბოლონეზელებმა დაადასტურეს, რომ პეკინის ავტო შოუზე, უგზოობის კონცეპტუალური ავტომობილის ჩვენებას აპირებენ. მოკლედ, დამთხვევები იყო და ვარაუდებიც შესაბამისი გამოცხვა. თუმცა, სახელი „დეიმოსი“ მაინც რჩება „ლამბორგინის“ საკუთრებაში და მას ალბათ რომელიმე სხვა ავტომობილს (იქნებ, „გალიარდოს“ შემცვლელს?) მოარგებენ.
„დემიოსისგან“ განსხვავებით, სახელი „ურუსი“ ხართანაა დაკავშირებული (ლამბოს ტრადიცია), თუმცა ის საბრძოლო ხარს კი არა, ხარის ევროპულ სახეობას (ბოს პრიმიგენიუს) ერქვა, რომლის ბოლო ეგზემპლარიც 1627 წელს, პოლონეთის ტყეში უნახავთ. ეს ყოფილა ხშირბეწვიანი, მსხვილფეხა საქონელი, რომელიც ოდნავ დაბლა დაწეული თავით გამოირჩეოდა. მეორე მხრივ, ურუს ხანი მონღოლთა ორდოს ცნობილი მმართველი ყოფილა, მაგრამ „ლამბორგინი“ უფრო ხარის სახელს აირჩევდა...
დღეს „ლამბორგინიმ“ თავისი უგზოობის ავტომობილის პირველი ესკიზ-ტიზერი გამოაქვეყნა, რომელიც „ურუსის“ სილუეტს წარმოადგენს და ამ ავტომობილის გარეგნობის შესახებ მხოლოდ ზერელე წარმოდგენას გვიქმნის. ამ სილუეტის მიხედვით კი მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ მას „ბეემვეს“ კუპე ქროსოვერ X6-ზე მეტად დახრილი სახურავი უნდა ჰქონდეს.
სავარაუდოდ, „ურუსი“ იმ V10 ძრავით უნდა იყოს აღჭურვილი, რომელიც „გალიარდოს“ ამოძრავებს და რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც 584 ცხენის ძაალა. უგზოობის „ლამბო“ დაახლოებით 200 000 დოლარი ეღირება და ის ბაზარზე 2015 წელს გამოვა.
No comments:
Post a Comment