Mercedes-Benz Concept Style Coupe: First Photos of Sexy Looking Baby CLS Sports Sedan
18 აპრილი
„მერსედეს-ბენცმა“ თავისი სრულიად ახალი ავტომობილის, მომცრო ზომის ოთხკარიან კუპე CSC-ს (კონცეპტ სტაილ კუპე) ფოტოები და მის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. იქვე დადასტურდა ცნობა იმის შესახებ, რომ ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა მალე პეკინის ავტო შოუზე ჩატარდება.
CSC არის წინამორბედი ამავე ტიპის ავტომობილისა, რომელიც ბაზარზე მერმისს გამოვა და რომელსაც სახელად სხვა აბრევიატურას შეურჩევენ (კონცეპტ სტაილ კუპე მიანიშნებს, რომ ის ექსპერიმენტულია). სავარაუდოდ, მისი სახელი CLC ან CLA იქნება. ავტომობილს გერმანული კომპანიის უნგრული ქარხანა (ქალაქი კეჩმეკეტი) გამოუშვებს.
ახლავე შეიძლება იმის თქმა, რომ ეს კონცეპტუალური ავტომობილი გარეგნულად აღარ შეიცვლება და ამ ფორმითვე მიაღწევს კონვეიერამდე. თუმცა, როგორც სამქიმიანების ინკოგნიტო წარმომადგენელმა ბრიტანულ გამოცემა „ავტოქარს“ განუცხადა, CSC-ს ზოგიერთი ელემენტი სპეციალურადაა გამოკვეთილი და გაზრდილი, რათა გამოფენაზე დამთვალიერებელთა მეტი დაინტერესება გამოიწვიოს.
ავტომობილი A-კლასის ,ოდულურ პლატფორმა MFA-ს დაგრძელებულ ვერსიაზეა ბაზირებული. მისგანვე იზიარებს ძრავებს, ტრანსმისიასა და ინტერიერს. პრემიუმ ბაზარზე, მისი სავარაუდ მეტოქეები იქნებიან „აუდის“ A3 სედანი, რომელიც ბაზარზე ასევე მერმისს გამოჩნდება და მსგავსი მოდელი, რომელსაც სავარაუდოდ, „ბეემვეც“ გამოუშვებს.
CSC-ს გაბარიტებია: სიგრძე 4 637 მმ, სიგანე 1 891 მმ, სიმაღლე 1 398 მმ და ბორბლებს შორის ბაზა 2 699 მმ. ამგვარად, ის C-კლასის სედანზე 46 მმ-ით გრძელი, 121-ით განიერი და 49 მმ-ით დაბალია. სამაგიეროდ, მისი ბაზა A-კლასის ჰეჩბეკის ბაზის ტოლია, C-კლასის სედანისაზე კი 59 მილიმეტრით მოკლეა.
კონცეპტუალური ავტომობილი აღჭურვილია ბენზინის ოთხცილინდრიანი 2.0-ლიტრიანი ტურბოძრავით, რომელსაც საწვავი ნარევის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევის სისტემა ემსახურება. ძრავის სიმძლავრე 208 ცხენის ძალაა და ის ასევე ახალ A-კლასის ჰეჩბეკზეც გვხვდება. CSC-ს შემთხვევაში, ძრავს „მერსედესის“ სრულამძრავიანიტრანსმისია „4მატიკი“ უკავშირდება, რომელშიც ორდისკოიანი ქუროს დახმარებით, 7-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი (7G-DCT) არის გაერთიანებული.
საერთოდ კი, CSC-ს სერიული ვერსია ძრავების იმავე გამას მიიღებს, რომლებსაც შტუტგარტელები A-კლასის ახალ ჰეჩბეკზე იყენებენ. ზემოთ აღწერილი ძრავის გარდა, ამ გამაში ასევე შევა ბენზინის 1.6-ლიტრიანი ტურბო ფორსირების ორი დონით (121 და 154 ცხ.ძ). გამაში ასევე ორი დიზელიც შევა: 1.8-ლიტრიანი 134 ცხენის ძალით და 2.2-ლიტრიანი 168 ცხენის ძალით.
რა თქმა უნდა, AMG-ს „ჯადოქრები“ თავიანთ ხელს ამ ავტომობილსაც შეავლებენ. სავარაუდოდ, ისინი 2.0-ლიტრიანი ტურბოძრავის 320-ცხენისძალიან ვერსიას გამოიყენებენ და მასთან სრულამძრავიან ტრანსმისიას დააკავშირებენ.
ვიდეო
No comments:
Post a Comment