McLaren estate takes shape
19 აპრილი
ბრიტანული გამოცემა „ავტო ექსპრესი“ იუწყება, რომ კომპანია „მაკლარენ ავტომოტივის“ მორიგ ახალ ავტომობილს სპორტული უნივერსალის, ეგრეთ წოდებული შუტინგ ბრეიკ ძარა ექნება. რეალურად, ეს იქნება რაღაც საშუალო უნივერსალსა და ჰეჩბეკს შორის.
ახალ ავტომობილს სუპერქარ MP4-12C-ს პლატფორმაზე ააგებენ. ის ორადგილიანი იქნება და კარბონის კომპოზიტისგან დამზადებულ შასის დაეყრდნობა. ძარის თავისებურებიდან გამომდინარე, მანქანას მოზრდილი საბარგულიც ექნება. რაც შეეხება ძრავს, ეს იქნება ისევ ის 3.8-ლიტრიანი წყვილტურბოიანი V8, რომელიც MP4-12C-დან ვიცით. შეგახსენებთ, რომ მისი სიმძლავრე 600 ცხენის ძალას აღწევს, მაბრუნი მომენტი კი 601 ნიუტონმეტრია. ამ აგრეგატის დახმარებით, ავტომობილი ადგილიდან ასის აკრეფას დაახლოებით 3 წამში მოასწრებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 365 კმ/სთ იქნება.
თავისი ძარით, „მაკლარენის“ ახალი ავტომობილი „ფერარის“ FF-ს (სრულამძრავიანი ავტომობილია) ჰგავს, თუმცა ინგლისური კომპანიის მარკეტოლოგები ამბობენ, რომ ის კონკურენციას „პორშე 911-ის“ ტოპ ვერსიას გაუწევს. ახალი „მაკლარენის“ სავარაუდო ფასი ბრიტანეთში 150 000 გირვანქა სტერლინგი იქნება.
შეგახსენებთ, რომ „მაკლარენი“ უკვე მუშაობს ლეგენდარული F1-ის შემცვლელზე, რომელიც კომპანიის ფლაგმანი გახდება. ასევე შემუშავების სტადიაშია კომპაქტური, შედარებით ხელმისაწვდომი კუპე, რომელიც კომპანიის გამაში, MP4-12C-ზე ერთი საფეხურით დაბლა დაიკავებს ადგილს.
No comments:
Post a Comment