Sebastian Vettel has no regrets over sticking with old exhaust after qualifying 11th for Chinese GP
14 აპრილი
ბოლო 43 რბოლაში პირველად მოხდა, რომ სებასტიან ფეტელმა საკვალიფიკაციო რბოლის მესამე ეტაპამდე ვერ მიაღწია. მიმომხილველები მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის ამ წარუმატებლობას იმით ხსნიან, რომ მან მანქანაზე ძველი გამოსაბოლქვი სისტემა დააყენებინა. მისგან განსხვავებით, მარკ უებერმა ახალი სისტემა ამჯობინა.
მოკლედ, ბრაზილიის 2009 წლის რბოლის შემდეგ, ფეტელი კვალიფიკაციის ათეულში პირველად ვერ მოხვდა. ამის მიუხედავად, მან განაცხადა, რომ კმაყოფილია მანქანით და თავისი გამოსვლით, თუმცა ისიც აღიარა, რომ ეს კარგი შედგისთვის საკმარისი ვერ გამოდგა.
„ადვილია, ჩემი შედეგი გამოსაბოლქვს დავაბრალო. მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ პრაქტიკებზე ამ სისტემით კმაყოფილი დავრჩი და ამიტომაც ვამჯობინე მისი დატოვება. კვალიფიკაციაზეც ურიგოდ არ მიასპარეზია, წრეები უშეცდომოდ გავიარე, მაგრამ სისწრაფე მაკლდა. სულ ესაა. დღეს სამჯერ ვცადე მეორე სექციაზე დროის გაუმჯობესება, მაგრამ არაფერი გამომივიდა“, - ამბობს ფეტელი და არ მალავს, რომ ასე შორიდან სტარტის აღების პერსპექტივა არ ხიბლავს. თუმცა დარწმუნებულია, რომ კარგი შედეგის მიღწევა აქედანაც შესაძლებელია.
„რა თქმა უნდა, ჩემი შედეგით უკმაყოფილო ვარ. ახლა უნდა განვსაზღვროთ, რა შეიძლება გავაკეთო იმისათვის, რომ კარგი რბოლა მქონდეს. რა თქმა უნდა, წინ წაწევა ძალიან ძნელი იქნება, შეუძლებელი არაფერია. რბოლა ხაგრძლივია და შანსები გვექნება“, - დასძენს ფეტელი.
ორ გამოსაბოლქვ სისტემას შორის მნიშვნელოვან განსხვავებას გამორიცხავს „რედ ბულ რეისინგის“ შეფი ქრისტიან ჰორნერი. უფრო მეტიც, მისი აზრით, ფეტელსა და უებერს შორის განსხვავება ამ სისტემას არ გამოუწვევია. ის ამბობს, რომ პირველ ორ სექტორზე, მათ დროებს შორის სხვაობა პრაქტიკულად არ იყო. გერმანელის წარუმატებლობის მიზეზი კი მესამე სექტორშია საძებნიო...
No comments:
Post a Comment