Saturday, May 12, 2012

პოული მალდონადოს - ჰამილტონს კი დისკვალიფიკაცია


Hamilton loses Spanish GP pole position
12 მაისი
ესპანეთის დიდ პრიზზე სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა - კვალიფიკაციის გამარჯვებულმა ლუის ჰამილტონმა პოულიდან სტარტის აღების უფლება დაკარგა და სტარტზე პელოტონის ბოლოში დადგება. პოულზე კი პასტორ მალდონადო გადაინაცვლებს. მიზეზი? - გამარჯვების შემდეგ, ჰამილტონი პიტლეინზე არ დაბრუნდა!

ამის მიზეზად, როიტერსთან საუბრისას, „მაკლარენის“ შეფმა მარტინ უიტმარშმა ამის მიზეზად ტელემეტრიაში დაფიქსირებული ხარვეზი დაასახელა. მაგრამ FIA-ს (საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია) ტექნიკურმა პერსონალმა ჩათვალა, რომ ეს არასაკმარისი არგუმენტი იყო. მათმა სკურპულოზურობამ კი ის შედეგი გამოიღო, რომ შემოწმების შემდეგ, ჰამილტონის მანქანის ავზში საწვავი ვერ აღმოაჩინეს. ანუ, მას იმდენი საწვავი არ ესხა, რომ ბოქსში დაბრუნებულიყო.

FIA-ს რეგლამენტი კი მოითხოვს, რომ მანქანა დამოუკიდებლადაც უნდა დაბრუნდეს ბოქსში და მის ავზში მინიმუმ ერთი ლიტრი საწვავიც უნდა ესხას, რათა მისი ანალიზი შესაძლებელი იყოს. მხოლოდ ფორს მაჟორულ სიტუაციებშია დასაშვები შენელების წრეზე მანქანის გაჩერება.
საკვალიფიკაციო რბოლის შემდეგ, სტიუარდებმა „მაკლარენს“ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მიზეზი, რომლითაც „მაკლარენმა“ ჰამილტონის გაჩერება გაამართლა, არადამაჯერებელია იმისათვის, რომ „ფორს მაჟორად“ ჩაითვალოს. გუნდმა თავის დასაცავად განაცხადა, რომ ავზში არასაკმარისი საწვავი ჩაასხა, რაც შეცდომით მოხდა. „მაკლარენის“ ინჟინერ სემ მაიკლის თქმით, სწორედ ეს უნდა ჩათვლილიყო ფორს მაჟორად, მაგრამ სტიუარდბმა ასე არ ჩათვალეს.
საბოლოოდ, მათ გადაწყვიტეს, რომ ჰამილტონის საკვალიფიკაციო გამოსვლა გააუქმონ. მას არ ჩაეთვალა კვალიფიკაცია, თუმცა რბოლაში ასპარეზობის და სტარტის ბოლო რიგიდან აღების უფლება დაუტოვეს.
დისკვალიფიკაციას ჰამილტონის კომენტარი მოჰყვა. მან განაცხადა, რომ მანქანა ძალიან სწრაფია და იმედი აქვს, ამის ხარჯზე შეძლებს წინ წაწევას. თუმცა, ფიქრობს, რომ მის ტემპზე ტრეფიკი უარყოფითად აისახება. მონტმელოზე გასწრება ძალიან ძნელი კია, მაგრამ DRS დამეხმარებაო.



შეცვლილი სასტარტო განლაგება
1. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)
2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)
3. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)
4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)
5. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)
6. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)
7. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)
8. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)
9. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)
10. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)
11. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)
12. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)
13. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)
14. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)
15. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)
16. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)
17. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი)
18. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი)
19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)
20. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)
21. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)
22. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)
23. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)
24. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)

No comments:

Post a Comment