Saturday, May 12, 2012

ფეტელი საბურავებს გაუფრთხილდა


Vettel says Red Bull did not have the pace to be in the top five in qualifying in Spain
12 მაისი
სებასტიან ფეტელი დარწმუნებულია, რომ კვალიფიკაციის მესამე სექტორში, მას მოწინავე ხუთეულში მოხვედრის არანაირი შანსი არჰქონდა და ამიტომ გადაწყვიტა, რომ დროის დასაფიქსირებლად, ტრასაზე არ გამოსულიყო. ასე მან რეზინი დაზოგა, რაც რბოლაში ძალიან გამოადგება.

„რედ ბულის“პილოტმა კვალიფიკაცია მერვე ადგილზე დაასრულა, თუმცა ლუის ჰამილტონის დისკვალიფიკაციის გამო, სტარტს ერთი პოზიციით წინიდან აიღებს. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ირწმუნება, რომ მისი მანქანის ტემპი, კარგი ადგილებისთვის ბრძოლის საშუალებას არ აძლევდა და ამიტომ, მესამე სექტორში ასპარეზობას აზრი არ ჰქონდა.
„ძალიან ძნელი სესია გვქონდა. თავიდანვე რბილი რეზინით ასპარეზობა გადავწყვიტე. მეორე სექტორზე პირველი გამოსვლა ცუდი მქონდა. ამიტომ, ტრასაზე დაბრუნება დამჭირდა. ამ დროს აშკარა გახდა, რომ მესამე სექტორში რბილი საბურავები აღარ მეყოფოდა. ასე რომ, ათეულში გასვლა მაქსიმუმი იყო. ახალი კომპლექტის გაცვეთისგან თავი შევიკავე, რადგან აშკარა იყო, რომ მანქანას მეტი არ შეეძლო და სასურველ შედეგს მაინც ვერ მივაღწევდი. სამაგიეროდ, დაზოგილი საბურავები რბოლისას ძალიან გამომადგება“, - განაცხადა ფეტელმა.
უკეთესად არც მის ავსტრალიელ თანაგუნდელ მარკ უებერს უასპარეზია. კვალიფიკაცია მან მე-12 შედეგით დაასრულა, რითაც ძალიან გაკვირვებული დარჩა: „გაოცებული ვარ. ბიჭებმა კარგად იმუშავეს და თითქოს, მანქანა კარგად იყო მომზადებული. თავიდან სიჩქარეც კარგი გვქონდა, მაგრამ შემდეგ სხვებმა მოუმატეს, ჩვენ კი მათს ტემპს ვერ ავყევით. რეზინის ორი კომპლექტი არ გამოვიყენე, რაც ალბათ შეცდომა იყო. მეორე სექტორის მიწურულს მითითება მივიღე, რომ ტრასაზე არ გავსულიყავი. რას ვიზამ, ხანდახან ასეც ხდება“, - ამბობს უებერი.

No comments:

Post a Comment