Friday, June 1, 2012

ჰამილტონი: ალონსო ტიტულისთვის იბრძოლებს


Hamilton sure Ferrari will give Alonso a car to stay in the championship fight
1 ივნისი
ლუის ჰამილტონი დარწმუნებულია, რომ „ფერარის“ მანქანას აქვს იმის პოტენციალი, რომ ფერნანდო ალონსოს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ხელი შეუწყოს. არადა, ეს სეზონი იტალიურმა გუნდმა იმ განწყობით დაიწყო, რომ მანქანას სისწრაფე აკლია და შესაბამისად, არაკონკურენტუნარუანია.

მაგრამ ამის მიუხედავად, ალონსომ სეზონის დასაწყისშივე შეძლო გამარჯვება (მალაიზიაში) და მას შემდეგაც სტაბილურობით გამოირჩევა. ამან კი კლასიფიკაციაში დაწინაურების საშუალება მისცა - მონაკოს რბოლის შემდეგ, ესპანელი ლიდერია და სამ ქულას უგებს უახლოეს მდევარ სებასტიან ფეტელს. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჰამილტონთან ერთად, ის ყველაზე სტაბილური პილოტია - ამ ორმა ყველა რბოლა ქულით დაასრულა.
„ჩემი აზრით, „ფერარი“ კონკურენტუნარიანი გუნდია და იმ გამოცდილების წყალობით, რაც მას გააჩნია, მთელი სეზონის განმავლობაშიც ასეთად დარჩება. ჩვენ იმ ფავორიტ გუნდებს შორის ვართ, რომლებმაც ცუდად დაიწყეს, მაგრამ გამოსწორების უნარი აქვთ. ნებისმიერ შემთხვევაში, „ფერარი“ სეზონის ბოლომდე შეძლებს კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას“, - ამბობს ჰამილტონი.
ბრიტანელი თვლის, რომ ახლა, როცა ჩემპიონატს ლიდერობენ, ალონსო და „ფერარი“ უფრო ძნლად დასამარცხებლები არიან: „ახლა, როცა მის განკარგულებაშია მანქანა, რომლითაც საუკეტესო ადგილებისთვის ბრძოლაა შესაძლებელი, ის კიდევ უფრო ძნელად დასამარცხებელი გახდება. ის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია და კარიერაში ბევრი რამისთვის მიუღწევია. ახლა ჩემზე წინა, მაგრამ სეზონის ბოლომდე ამის შეცვლას ვაპირებ. დარწმუნებული ვარ, ჩვენს შორის დიდი ბრძოლა გაჩაღდება“.

No comments:

Post a Comment