Wednesday, May 23, 2012

რაიკონენი ისევ რალიზე ფიქრობს


Kimi Raikkonen hopes to compete in Rally Finland
23 მაისი
კიმი რაიკონენმა ორი წელი რალის მსოფლიო ჩემპიონატზე დაკარგა - სხვანაირად ვერც იტყვი, რადგან ამ ორ სეზონში, მისი საუკეთესო შედეგი, თურქთში დაკავებული მეხუთე ადგილია. ფორმულა ერთში დაბრუნებულს გაუმართლა, რომ გუნდი, რომელშიც გადავიდა, სეზონს კარგად მომზადებული დახვდა და ასე განსაჯეთ, გამარჯვებისთვის ბრძოლის რეალურ შანსს აძლევს. ეს კი იმაზე ფიქრობს, ზაფხულში რომ პაუზა გვექნება, მაგ დროს ფინეთის რალიზე იქნებ ვიასპარეზოო...

ვერაფერს იტყვი, ფინელების სპორტი მართლა რალია. მითუმეტეს, რაიკონენს ქალაქ იავასკილას გარეუბნებში რბოლის დიდი გამოცდელება აქვს. მერე რა, რომ ფინეთის რალიზე მისი საუკეთესო შედეგი მეცხრე ადგილია. მთავარია, რომ მას ამის სურვილი აქვს. თუმცა იმასაც აღიარებს, რომ ამ სურვილის შესრულება, „ლოტუსის“ ნებაზე იქნება დამოკიდებული.
„ლოტუსში“ კი კარგად ახსოვთ, რა შედეგით შეიძლება დასრულდეს რალის რბოლებით მათი პილოტის გატაცება. ალბათ, თქვენც გახსოვთ რობერტ კუბიცას ისტორია - პოლონელს ყველა მონაცემი ჰქონდა იმისა, რომ ჩემპიონობისთვის ებრძოლა, ამჟამად კი სარეაბილიტაციო კურსს გადის და არავინ იცის, შეძლებს კი ოდესმე თავისი სარბოლი კარიერის გაგრძელებას.
„ძალინ მინდა ფინეთის რალიზე გამოსვლა. მითუმეტეს, მაგ დროს კალენდარში პაუზა გვაქვს. მაგრამ გუნდს უნდა ვთხოვო ნებართვა და გავიგო, კონტრაქტი ამის უფლებას მაძლევს, თუ არა“, - ამბობს რაიკონენი და დასძენს, რომ რალის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა გაცილებით ძნელი ყოფილა, ვიდრე ადრე ეგონა, თუმცა იმასაც ამბობს, რომ რალის გზებს აუცილებლად დაუბრუნდება.
„ადრეც ვიცოდი, რომ რალიზე ასპარეზობა ძნელია, რადგან რალის რბოლებში ადრეც მქონდა ნაასპარეზები. მაგრამ უმაღლეს დონეზე სულ სხვა რალია. ვიცოდი, ადვილი არ იქნებოდა. მაგრამ ასეთ სირთულეს არ ველოდი. ვცდილობდი, საკუთარი ტექნიკა დამეხვეწა. მაგრამ საქმე დაუსრულებელი დამრჩა. ძალიან მინდა დავბრუნდე. კარიერის დასრულებამდე, თუ მერე, ჯერ არ ვიცი. ფ1 და რალი, როი სრულიად განსხვავებული სპორტია. რალიში ყველაფერი განსხვავებულია. შეიძლება სისწრაფე არ გაკლდეს, მაგრამ წარმოდგენა არ გაქვს, რა გელის შემდგომ მოსახვევში“, - ყვება კიმი.

No comments:

Post a Comment