Wednesday, May 23, 2012

„ვოლვო“ V40-ს ფეხმავლების აირბალიშებით აღჭურვავს (ვიდეო)


Volvo V40 gets pedestrian airbag
23 მაისი
„ვოლვოს“ ერთი ძალიან ძნელად მისაღწევი მიზანი აქვს დასახული - 2020 წლიდან, მისი ავტომობილები იმდენად უსაფრთხო უნდა გახდეს, რომ ფეხმავლებთან შეჯახების შედეგად, მათ არც უნდა აზიანებდეს და არც უნდა კლავდეს. ამისათვის, შვედური კომპანიის ყველა ავტომობილი, სპეციალური საფეხმავლო აირბალიშებით აღიჭურვება.

ეს აირბალიშები მხოლოდ მაშინ გააქტიურდება, როდესაც ფეხმავლებზე შეჯახება 20-50 კმ/სთ სიჩქარის დიაპაზონში მოხდება. შეჯახებისას, ასეთი აირბალიშები ფეხმავლებს მანქანის წინა საყრდენებთან, წინა საქარე შუშასთან და მანქანის სხვა წინა მყარი სტრუქტურასთან შეჯახებისას დაიცავს. „ვოლვოს“ მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მანქანების ფეხმავლებთან შეჯახების 75 პროცენტზე მეტ შემთხვევაში, მანქანის სიჩქარე საშუალოდ 40 კმ/სთ-ია.
უსაფრთხოების სისტემაში, რომელიც აირბალიშს ააქტიურებს, 7 სენსორია გაერთიანებული, რომლებიც მანქანის წინა ნაწილშია მოთავსებული. მათ მიერ მიღებული სიგნალები სისტემის საკონტროლო ნაწილს მიეწოდება. როდესაც მანქანა ობიექტს ეჯახება, მაკონტროლებელი ნაწილი მიღებულ სიგნალებს აანალიზებს და თუ შეჯახების ობიექტი ადამიანად აღიქვა, მაშინ საფეხმავლო აირბალიში ამოქმედდება.
კაპოტის ორივე უკანა კუთხეში მოთავსებულია სპეციალური პიროტექნიკური ჰილზები, რომლებიც შესაბამისი სიგნალის მიღების შემდეგ ამოქმედდება და კაპოტის საკეტს ხსნის. კაპოტი ოდნავ, 10 სანტიმეტრით იღება და ათავისუფლებს ღრიჭოს, საიდანაც აირბალიში იხსნება. როცა მთლიანად გახსნილია, ბალიში სრულად ფარავს წინა საყრდენებსა და საქარე შუშას. ამასთან, კაპოტი აწეულ მდგომარეობაში რჩება, რითაც ადამიანთან შეჯახების კუთხე იზრდება და აქედან გამომდინარე შეჯახება ნაკლებად ინტენსიურია. თანაც, კაპოტის ქვეშ იქმნება დეფორმირებისთვის საჭირო არეალი.
„ვოლვოს“ მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ევროპაში, ავარიების 25 პროცენტში, ფეხმავლები იღუპებიან. ამერიკაში მსგავსი მაჩვენებელი 12 პროცენტია, ჩინეთში - 25 პროცენტი. მიღებულ ტრავმებს შორის ყველაზე ხშირი თავის ქალის ტრავმებია, რომლებსაც კაპოტის ქვეშ არსებული მტკიცე სტრუქტურები, საქარე შუშის ქვედა ნაწილი და წინა საყრდენები იწვევს.
ფეხმავალთა უსაფრთხოების სისტემას, „ვოლვო“ პირველად უახლეს ჰეჩბეკ V40-ზე გამოიყენებს.


ვიდეო

No comments:

Post a Comment