Wednesday, May 23, 2012

„უილიამსი“ მონაკოსთვის მზადაა


Williams ready for Monaco Grand Prix despite Spanish GP fire
23 მაისი
„უილიამსის“ მთავარი ინჟინერი მარკ გილანი მადლობას უხდის თავისი გუნდს წევრებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ბარსელონაში მომხდარი ხანძრის მიუხედავად, გუნდი მონაკოში საასპარეზოდ მომზადებულიყო. მანვე მადლობა გადაუხადა იმ გუნდებს, რომლებმაც ხანძრის ჩაქრობაში მიიღეს მონაწილეობა და შემდგომში, „უილიამსს“ ეკიპირების მიწოდება შესთავაზეს.

გროველებმა ამ ხანძრის დროს, ბოქსების ინფრასტრუქტურა თითქმის მთლიანად დაკარგეს. განადგურდა კომპიუტერული ცენტრი, რომელიც მანქანებისგან ტელემეტრიულ მონაცემებს იწერს. ზარალი მართლაც აუნაზღაურებელია, თუმცა „უილიამსმა“ მისი კომპენსირება მაინც შეძლო.
„მონაკოსთვის ჩვენი სამზადისი, ბარსელონაში მომხდარმა ხანძარმა გაართულა. მაგრამ ჩვენი და გუნდის პარტნიორების, ასე ვთქვათ, ჰერკულესისებრი ძალისხმევის წყალობით, მანქანებიც და დაზიანებული ტექნიკაც აღვადგინეთ, ან შევცვალეთ. რა თქმა უნდა, მადლობელი ვართ გუნდების, რომლებმაც დახმარება შემოგვთავაზეს. ამ დღეებში კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის სპორტული სულისკვეთება და მეგობრული ურთიერთობა, რომელიც პადოკში სუფევს“, - ამბობს გილანი.
ესპანეთში პასტორ მალდონადოს გამარჯვების შემდეგ, „უილიამსი“ ანგარიშგასაწევი ძალა გახდა და გილანიც ამბობს, რომ მონაკოშიც წარმატებული გამოსვლის იმედი აქვს: „ამ რბოლისთვის გარკვეული სიახლეების მომზადება მოვასწარით და ეს იმედს გვაძლევს, რომ ჩვენი წინსვლა გაგრძელდება. იმედია, მონაკოშიც კარგ შედეგს ვაჩვენებთ“.

No comments:

Post a Comment