Wednesday, May 23, 2012

ახალი „ალფა სპაიდერი“ „მაზდა MX-5-ის“ ბაზაზე დამზადდება


New Alfa Romeo Spider to be Based on the Next Mazda MX-5!
23 მაისი

„ფიატ-ის“ ჯგუფმა და „მაზდამ“ გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელიც გვამცნობს, რომ ისინი ერთობლივად შეიმუშავებენ ახალ, უკანაამძრავიან პლატფორმას, რომელზეც ორივე კომპანია როდსტერებს გამოუშვებს. ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ ჯერ მხოლოდ მემორანდუმი აქვთ გაფორმებული, რომელიც არცერთ მხარეს არაფერს ავალდებულებს.

„მარკეტინგულმა კვლევამ გვიჩვენა, რომ „ფიატისთვისაც“ და „მაზდასთვისაც“ ასეთი თანამშრომლობა მოგებიანი იქნება. ჩვენ შევძლებთ ორ განსხვავებული სტილის და ჩვე-ჩვენი ბრენდისთვის სამახასიათებელ მსუბუქ და მანევრულ ავტომობილებს, რომლებსაც უკანა წამყვანი ბორბლები და რაც მთავარია, ორივე კომპანიისთვის განსხვავებული აგრეგატები ექნება“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
დასახული გეგმის მიხედვით, „მაზდას“ შემდეგი თაობის MX-5-ს და „ალფა რომეოს“ ახალ „სპაიდერს“, იაპონური კომპანიის ჰიროშიმას ქარხანა გამოუშვებს. ამასთან, იტალიური კომპანიისთვის ავტომობილის წარმოება 2015 წელს დაიწყება. სახელ „სპაიდერით“, „ალფა რომეო“ როდსტერს 1966-1993 წლებში აწარმოებდა. ამ ავტომობილს ძრავი წინ ჰქონდა განლაგებული და ის უკანა ბორბლებს ატრიალებდა. მილანური კომპანიის შემდეგ ორ „სპაიდერს“, რომლებიც კუპეებზე, GTV-სა და „ბრერაზე“ იყო ბაზირებული, ძრავი წინ ჰქონდა და ის წინა ბორბლებს ატრიალებდა. „ალფას“ საწარმოო პროგრამაში, უახლოეს პერიოდში კიდევ ორი როდსტერი იყო, რომლებსაც კლასიკური შეთანწყობა (წინა ძრავი, უკანა წამყვანი ბორბლები) ჰქონდა. ესენია „8C კომპეტიციონე სპაიდერი“ (2008-2010 წლები) და RZ (1992-1994 წლები).
„ეს შეთანხმება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს „ალფა რომეოსადმი“ ჩვენს დამოკიდებულებას და ჩვენს სწრაფვას, რომ ის ნამდვილ გლობალურ ბრენდად ჩამოვაყალიბოთ. „მაზდასთან“ პარტნიორობით, ჩვენ ვითანამშრომლებთ კომპანიასთან, რომელიც მსოლფიო ლიდერია კომპაქტური უკანაამძრავიანი არქიტექტურის წარმოებაში. მისი დახმარებით, ჩვენ გამოვუშვებთ ავტომობილს, რომელიც „ალფა რომეოს“ ტრადიციების შესაბამის სტილში შესრულდება“, - ამბობს „ფიატ-ის“ ჯგუფის მთავარი აღმასრულებელი სერჯო მარკიონე.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ორ კომპანიას შორის მოლაპარაკება გაგრძელდება და სავარაუდოდ, მათ შორის საბოლოო შეთანხმება, წლის მეორე ნახევარში გაფორმდება. ამასთან, ისინი აღიარებენ, რომ შემდგომი მოლაპარაკების პროცესში, სხვა სფეროში თანამშრომლობასაც განიხილავენ.
ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „მაზდას“ სურს, რომ ახალი MX-5, ამ პოპულარული როდსტერის ისტორიაში, ყველაზე მსუბუქი იყოს. მისი საორიენტაციო წონა 850 კილოგრამია. გარდა ამისა, ავტომობილი სერია „სკაიექტივის“ 1.3-ლიტრიანი ძრავით აღიჭურვება, რომელსაც ტურბოდამჭირხნით და უშუალო შეფრქვევის სისტემით აღიჭურვება. ეს ძრავი, 1.8 და 2.0-ლიტრიან ატმოსფერულ აგრეგატებს ჩაანაცვლებს.

No comments:

Post a Comment