Monday, May 28, 2012

„ფერარი“ კლეპტონისთვის

Ferrari Officially Reveals Eric Clapton's One-Off SP12 EC
28 მაისი
„ფერარიმ“ დაასრულა იმ შეკვეთის შესრულება, რომელიც სახელოვან როკ-მუსიკოს ერიკ კლეპტონისგან მიიღო. „პინინფარინს“ დახმარებით შემუშავებული ავტომობილის სახელია „ფერარი SP12 EC“. სახელში SP სპეციალურ პროექტს ნიშნავს, EC კი - ერიკ კლეპტონს. 12 არის მოდლ 512BB-ს ნაწილი, ავტომობილის, რომლის შთაგონებითაც ერთჯერადი მოდელი შეიქმნა.

ექსკლუზიური ავტომობილი „458 იტალიას“ ბაზაზე, 512BB-ს სტილშია შესრულებული. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი ისე მოსწონს, რომ სახელოვანი გიტარისტი, სხვადასხვა დროს, მის სამ ეგზემპლარს ფლობდა. მას ამჯერადაც მისი სტილის „ფერარი“ სჭირდებოდა, ოღონდ უფრო თანამედროვე შასიზე შესრულებული.
ამასთან, თუ კლეპტონის საყვარელი 512BB V12 ძრავითაა აღჭურვილი, მისი შეკვეთით დამზადებული SP12 EC შეინარჩუნებს V8 ძრავს, რომელიც მას „458 იტალიასგან“ შთამომავლობით ერგო. ეს ძრავი უცვლელად გადმოიტანეს ექსკლუზიურ ავტომობილზე და მას რობოტიზებული ტრანსმისიაც მიაყოლეს. „ფერარი“ ასევე გვამცნობს, რომ „პინინფარინას“ გარდა, შეკვეთაზე საკუთრივ მარანელოელთა სტილის ცენტრიც მუშაობდა.
იტალიური კომპანია შეკვეთის შესრულების ფასს არ ასახელებს. თუმცა, ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაცია ირწმუნება, რომ კლეპტონს თავისი ახირება 3 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდა, ანუ დაახლოებით ოცჯერ მეტი, სტანდარტული „458 იტალია“ ღირს.


No comments:

Post a Comment