Monday, May 28, 2012

მონაკომ მასას იმედი დაუბრუნა


Monaco marks a turning-point for Massa
28 მაისი
„ფერარი“ და ფელიპე მასა იმედოვნებენ, მონაკოს ვიწრო ქუჩების რბოლით დასრულდა ბრაზილიელი პილოტის კარიერის ყველაზე რთული მონაკვეთი, რის შემდეგაც მისი კარიერა უკეთესობისკენ შემობრუნდება. ქალაქ სახელმწიფოში მასამ მეექვსე ადგილი დაიკავა და ამისათვის ჯილდოდ საკლასიფიკაციო 8 ქულა დაიმსახურა. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ მან რბოლა ლიდერებთან ერთად დაასრულა, გამარჯვებულ მარკ უებერს კი 6.195 წამით ჩამორჩა.

„ვფიქრობ, მან შესანიშნავად იასპარეზა. ასეთი დიდი ზეწოლის შემდეგ, ეს ნამდვილი მიღწევაა. მან კვალიფიკაციაზეც შესანიშნავად იასპარეზა. ყოველთვის შეიძლება თქვათ, რომ კვალიფიკაციის მესამე ფაზაში უკეთ გამოსვლაც შეიძლებოდა, სურათს სხვა კუთხით უნდა შევხედოთ. ძალიან დაძაბულ პაექრობაში მეექვსე ადგილი კარგი შედეგია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მისი კარიერის შემობრუნების დასაწყისია“, - ამბობს „ფერარის“ შეფი სტეფანო დომენიკალი.
მონაკოში აღებული 8 ქულის გარდა, მასას ანგარიშზე წინა ხუთი ეტაპიდან მხოლოდ ბაჰრეინში მოპოვებული 2 ქულა ირიცხებოდა. ბუნებრივია, ამასთან შეგუებას მარანელოელები არ აპირებდნენ და ბრაზილიელისგან უკეთეს შედეგებს მოითხოვდნენ. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ პადოკში მის შემცვლელსაც კი დაუწყეს ძებნა. ბევრი თვლიდა, რომ მონაკოს შემდეგ, მასას გუნდიდან გაუშვებდნენ. რა თქმა უნდა, მისი გამოსვლებით „ფერარიში“ განსაკუთრებით უკმაყოფილონი იყვნენ, თუმცა მარანელოელები საჯაროდ აცხადებდნენ, რომ მასასი სჯეროდათ...
„მის მიერ მოპოვებული ქულები, ჩვენ კონსტრუქტორთა თასზე გვჭირდება. ამიერიდან, მისგან ისეთ გამოსვლებსს ველი, როგორიც ნამდვილ ფელიპეს სჩვევია“, - დასძენს დომენიკალი. მასასაც ამის იმედი აქვს. ამიერიდან, ყოველ ეტაპზე, ის მხოლოდ უმაღლესი ადგილებისთვის ბრძოლას აპირებს...

No comments:

Post a Comment