Monday, May 28, 2012

„ასტონ მარტინის“ „მოულოდნელი“ კონცეპტუალური სიახლე


Aston Martin Previews New DBS with AM310 Concept at Concorso d'Eleganza
28 მაისი
იტალიაში, ტბა კომოსთან ფგამართულ ვილა დ’ესტეს ელეგანტურობის კონკურსზე, ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი გახდა „ასტონ მარტინის“ კონცეპტუალური პროექტი AM310, რომელიც მალე პოპულარულ DBS-ის შესაცვლელადაა შემუშავებული. უფრო მეტიც, შოუზე წარმოდგენილი ექსპონატი უბრალო კონცეპტუალური მოდელი კი არა, ახალი ავტომობილის წინასერიული ვერსია აღმოჩნდა.

კონცეპტუალური ავტომობილი აგებულია სრულიად ახალ პლატფორმა VH-ზე, რომლის დამზადებისას, უხვადაა გამოყენებული ალუმინი და კარბონი. სხვათა შორის, შასის შექმნისას, ბრიტანული კომპანიის ინჟინრებმა კარბონის კომპოზიტი პირველად სუპერ ავტომობილ „ვან-77-ზე“ გამოიყენეს. ამავე ავტომობილის სტილში შესრულდა AM310-იც. მათ შორის განსაკუთრებული მსგავსება უკან მვეთრად დახრილ სახურავსა და უკნისკენ შევიწროებულ კაბინას ეტყობა. შევიწროებული კანაბისა და გამობერილ უკანა საბორბლე თაღებს შორის გადასვლა ხაზს უსვამს კონცეპტუალური ავტომობილის სიმძლავრეს და დინამიურობას.
„ასტონ მარტინი“ AM310-ის შესახებ ბევრ ინფორმაციას ჯერ არ ავრცელებს. მხოლოდ ის გამოაცხადა, რომ კაპოტქვეშ მოთავსებულია 6.0-ლიტრიანი V12 ძრავი და რომ შასისა და ძარის წარმოებისას გამოყენებულია კარბონის კომპოზიტი. ძრავის მონაცემები ჯერ უცნობია, თუმცა სავარაუდოდ, ის უფრო მძლავრი იქნება, ვიდრე DBS-ზეა (550 ცხენის ძალა). გარდა ამისა, DBS-ის შემცვლელი, მის წინამორბედზე მსუბუქიც იქნება.
სავარაუდოდ, „ასტონ მარტინი“ AM310-ის მსოფლიო პრემიერას პარიზის მოტორ შოუზე ჩაატარებს, მის მონაცემებს კი პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე გამოაქვეყნებს.

No comments:

Post a Comment