Monday, May 28, 2012

„რედ ბულ RB8-ს“ ძირი ისევ საკამათოა


FIA plans to resolve Red Bull car's floor row over next few days
27 მაისი
„რედ ბულის“ მანქანის ძირთან დაკავშირებით, კვლავ არსებობს მოსაზრება, რომ ის FIA-ს (საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის) ტექნიკურ რეგლამენტს არ შეესაბამება. ამიტომ, FIA ამ საკითხის მოგვარებას აპირებს და ამას კანადურ დიდ პრიზამდე გააკეთებს.

„რედ ბულ RB8-ზე“, უკანა ბორბლის წინ, მანქანის ძირზე ხვრელი ჯერ კიდევ ბაჰრეინის დიდი პრიზის დროს გამოჩნდა და მაშინვე გამოითქვა მოსაზრება, რომ ის რეგლამენტს არ შეესაბამება. მაგრამ FIA-ს წარმომადგენელმა ამ სიახლეს მწვანე შუქი აუნთო. მონაკოში კი რამდენიმე გუნდმა, მათ შორის „ფერარიმ“, „მერსედესმა“ და „მაკლარენმა“, მის ლეგალობასთან დაკავშირებით, კვლავ ეჭვი გამოთქვეს.
FIA-მ დრო ითხოვა და პირობა დადო, რომ ამ საკითხს მონაკოს რბოლის შემდეგ დაუბრუნდებოდა და დაწვრილებით შეისწავლიდა. ამასთან, გადაწყვეტილება მონაკოს დიდი პრიზის შედეგებზე არ აისახება.
„ჩვენ „რედ ბულისთვის“ რამის შეცვლა არ დაგვივალებია. ამ საკითხთან დაკავშირებით, აზრთა სხვადასხვაობა წარმნოიქმნა, რაც შესაბამის გადაწყვეტილებას საჭიროებს. ამას მონრეალამდე გავაკეთებთ“, - ამბობს FIA-ს პრესმდივანი.
„რედ ბულის“ შემთხვევაში, ძირს ბორბლის წინ აქვს მოზრდელი ხვრელი. ხვრელის უკანა ზედაპირი ოდნავ წამოწეულია, რაც ჰაერს საჭირო მიმართულებას ანიჭებს. მსგავსი ხვრელი „ზაუბერის“ და „ფერარის“ მანქანებსაც აქვს, თუმცა ამათ შემთხვევაში, ხვრელის გარე კიდეში, მისი ორი ზედაპირი ერთმანეთისგან მცირე ღრიჭოთია დაშორებული. ეს ღრიჭო იმდენად ვიწროა, რომ მასში ქაღალდის ფურცელი თუ გაეტევა. რას იძლევა ეს ვიწრო ღრიჭო, ამაზე ჯერჯერობით არავინ არაფერს განმარტავს.
სამაგიეროდ, არსებობს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები, რომელთა დაცვაც აუცილებელია. კერძოდ, პუნქტში 3.12.5 წერია: მანქანის ძირის დონეზე არსებული ყველა ელემენტის ზედაპირი უნდა იყოს მთლიანი, მტკიცე (დრეკადობის მინიმალური ხარისხის გამორიცხვით) და ურღვევი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მანქანის ძირში არ უნდა იყოს არანაირი ნახვრეტი. „ზაუბერის“ შემთხვევაში, ძირის კიდს მხარე მინიმალურადაა დაშორებული და ამიტომ, არსებული ღრიჭო არ ჩაითვლება ნახვრეტად. „რედ ბულის“ შემთხვევაში კი ნახვრეტი ყველა მხრიდან დახურულია...
„მიგვაჩნია, რომ ორივე მხარეს აქვს არგუმენტები. ასე რომ, მათი გათვალისწინება და საერთო პოზიციის შემუშავება აუცილებელია“, - დასძენს FIA-ს პრესმდივანი.

No comments:

Post a Comment