Monster Tajima’s Pikes Peak EV Racer Revealed
22 მაისი
ნობუჰირო ტაძიმას პაიკს პიკი არაერთხელ (ექვსჯერ) აქვს
დაპყრობილი, შარშან კი ამ ლეგენდარული სამთო რბოლის რეკორდიც დაამყარა - გახდა
პირველი მრბოლი, ვინც ფინიშს ათ წუთზე ნაკლებში მიაღწია. შარშან მისი ბედაური „სუძუკის“
900-ცხენისძალიანი მონსტრი იყო. სწორედ შარშანდელი ტრიუმფის შემდეგ გადაწყვიტა,
რომ მომდევნო რბოლაში სპეციალურად მომზადებული ელექტრომობილით გამოსულიყო.
თანაც, ელექტრომობილით, რომელიც სპეციალურად, ამ
რბოლისთვის მისმა გუნდმა და ელექტრომობილების ბაზარზე წამოწევის ასოციაციამ
შეიმუშავეს, თავისივე რეკორდის გაუმჯობესებას ეცდება.


ელექტრომობილის უპირატესობა ისიცაა, რომ მაქსიმალურ
მაბრუნ მომენტს დატრიალებისთანავე იძლევა, რასაც მოსახვევებში ექნება მნიშვნელობა.
ამასთან, არც სვლის სიშორეა პრობლემა, რადგან რბოლის დისტანცია მხოლოდ 19.99 კილომეტრია.
ანუ, ლითიუმ-იონური ელემენტების ტევადობა სრულიად საკმარისი იქნება იმსიათვის, რომ
„მონსტრმა“ ელექტროძრავებისგან მაქსიმუმი გამოწუროს...
პაიკს
პიკის წლევანდელი რბოლა 3-8 ივნისს ჩატარდება.
ვიდეო
No comments:
Post a Comment