Tuesday, May 22, 2012

„ბეემვე“ მსოფლიოს უძვირფასესი საავტომობილო ბრენდი გახდა


BMW replaces Toyota as most valuable global car brand
22 მაისი
ბაზრის კვლევებზე სპეციალიზებულ ბრიტანულ კომპანია „მილუორდ ბრაუნის“ მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ სიაში, რომელშიც მსოფლიოს 100 ყველაზე ძვირფასი ბრენდია შეტანილი, საავტომობილო კომპანიებს შორის პირველ ადგილზე, „ბეემვემ“ (24.6 მილიარდი დოლარი) გადაინაცვლა, რომელმაც მოწინავე პოზიცია „ტოიოტას“ (21.8 მლრდ) დაათმობინა.
აღსანიშნავია, რომ იაპონურ კომპანიას ყველაზე ძვირფასი საავტომობილო ბრენდის საპატიო წოდება 2006-2009 წლებში ეკუთვნოდა, ორი წლის წინ ის ბავარიელებს დაუთმო, შარშან კი ისევ პირველი იყო. „მილუორდ ბრაუნის“ გლობალურ ბრენდ დირექტორ პიტერ უოლშის თქმით, „ტოიოტამ“ და სხვა იაპონურმა კომპანიებმა, ბრენდის ღირებულებნის ნაწილი, იაპონიაში შარშან მომხდარი კატასტროფების გამო დაკარგეს.
„ტოიოტა წლების განმავლობაში ინარჩუნებს ბრენდის ღირებულებას, რაშიც პროდუქციის მაღალი ხარისხი და საიმედობა ეხმარება. ის განსაკუთრებული პოპულარობით, საშუალო შეძლების მყიდველთა შორის სარგებლობს. მაგრამ შარან მას შეექმნა ფინანსური პრობლემები, რომელთა კონტროლიც შეუძლებელი იყო.“, - ამბობს უოლში.
მიწისძვრამ, ცუნამიმ და რადიოაქტიურმა დაბინძურებამ, „ტოიოტას“ გარდა, სხვა იაპონური ბრენდები - „ჰონდა“, „ნისანი“ და „ლექსუსიც“ (რომელიც ტოიოტას ეკუთვნის) აზარალა, თუმცა ამის მიუხედავად, ოთხივე ათ საუკეთესო საავტომობილო ბრენდს შორის რჩება.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბრენდების მოწინავე ასეულში მხოლოდ ექვსია საავტომობილო. მათგან სამი გერმანულია (ბეემვე, მერსედესი, ფოლკსვაგენი) და სამიც - იაპონური (ტოიოტა, ჰონდა, ნისანი). მათ გარდა, საავტომობილო ბრენდების ტოპ ათეულში „ფორდი“, „აუდი“, „ჰიუნდაი“ და „ლექსუსიც“ შედის.
„ჰიუნდაი“ პირველი კორეული საავტომობილო ბრენდია, რომელიც საავტომობილო ტოპ ათეულში შევიდა. უოლშის თქმით, „ჰიუნდაის“ ბრენდი, კომპანიის პროდუქციის ხარისხისა და ფასის საუკეთესო შეხამებით ხეირობს.
რაც შეეხება საერთო სიას, ზედიზედ მეორე წელია, სათავეში ასეულს „ეპლი“ უდგას, რომლის ბრენდის ღირებულებაც 182.9 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. 116.0 მილიარდით მეორეზე „აიბიემია“, რომელმაც ეს პოზიცია „გუგლს“ დაათმობინა. ამან 107.9 მილიარდით მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

No comments:

Post a Comment