Saturday, June 23, 2012

„რენო ზოის“ 24-საათიანი რეკორდი


Renault ZOE claims 24-hour distance record for a production EV
23 ივნისი
„რენოს“ ელექტრომობილ „ზოის“ გაყიდვები ჯერ არ დაუწყია, მაგრამ მის რეკლამაზე უკვე ზრუნავს. ახლახანს მოეწყო სპეციალური გარბენი, რომლის დროსაც, „ზოიმ“ სერიულ ელექტრომობილებს შორის, 24 საათში გავლილი მანძილის რეკორდი გააუმჯობესა.

გარბენი საფრანგეთში, ობევუას (ნორმანდია) ტექნიკური ცენტრის ჩქაროსნულ ტრეკზე ჩატარდა. მასში მონაწილეობა ორმა ელექტრომობილმა მიიღო, რომლებსაც საერთო ჯამში, 15 ადამიანი მართავდა. ისინი ერთმანეთს მაშინ ენაცვლებოდნენ, როდესაც მანქანის აკუმულატორები იმუხტებოდა.
როდსაც გარბენისთვის გამოყოფილი დრო, 24 საათი ამოიწურა, ერთ ელექტრომობილს 1506 კილომეტრი ჰქონდა გავლილი, მეორეს კი - 1618 კილომეტრი. ეს შედგი 338 კილომეტრით მეტია ძველი რეკორდის მანძილზე. ამგვარად, ძველი მაჩვენებელი დაახლოებით 25 პროცენტით გაუმჯობესდა. გარბენს გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენელი დაესწრო, რომელმაც ახალ შედეგს ოფიციალური სტატუსი უნდა მიანიჭოს.
გარბენის დროს, ელექტრომობილმა, რომელმაც უფრო მეტი მანძილის გავლა შეძლო, სულ 18-ჯერ შეასრულა პიტ სტოპი, რომლის დროსაც, მისი ელემენტების ბლოკი სწრაფ დამმუხტავს უერთდებოდა. ამ დროს, ნახევარ საათში ის მხოლოდ 80 პროცენტით ივსებოდა.
„რენო ზოი“ 95-ცხენისძალიანი ელექტრო ძრავით და ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკითაა აღჭურვილი, რომლის ტევადბაც საკმარისია იმისათვის, რომ ქალაქში ავტომობილმა 100 კილომეტრი გაიაროს. ზომიერი კლიმატის რეგიონში კი სვლის სიშორე 160 კილომეტრს აღწევს.
ევროპაში „რენო ზოის“ ფასი 15 700 ევრო იქნება, თუმცა მყიდველს 3 წლის განმავლობაში, თვეში დამატებით 79 ევროს გადახდა მოუწევს.

No comments:

Post a Comment