Loeb extends lead in Rally of New Zealand
23 ივნისი
ახალი ზელანდიის რალის მეორე დღის შემდეგაც, რბოლას
სათავეში მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონი, ფრანგი სებასტიან ლოები უდგას. მან თავის
ფინელ თანაგუნდელ მიკო ჰირვონენთან უპირატესობა 4.0-დან 6.4 წამამდე გაზარდა. რაც
მთავარია, ისევ წუთნახევრის სავალზეა უახლოესი მდევარი. ოღონდ, თუ პირველი დღის
შემდგ ეეს რუსი ევგენი ნოვიკოვი იყო, ამჯერად მესამეზე ნორვეგიელი პეტერ სოლბერგია.
„მიკოსთან კარგი ბრძოლა გვქონდა. სველ გზაზე რბოლა ძალიან
ძნელი იყო. ეს ეტაპი არ მომწონს. ეს ძალიან ტექნიკური მონაკვეთია და მისი
გავლისას, დილას დაახლოებით რვა წამი დავკარგე. მიკოსთან პაექრობა ყოველთვის
სასიამოვნოა. ხვალაც მაქსიმალურად მივაწვები, რათა ის უკან მყავდეს“, - განაცხადა ლოებმა.
ლოებსა და ჰირვონენს შორის ბრძოლა შვიდვე
სპეცმონაკვეთის მანძილზე მიმდინარეობდა.
თავიდან
ორივემ ორ-ორი სპეცმონაკვეთი მოიგო და მათ შორის დროში სხვაობა ხან იზრდებოდა,
ხანაც მცირდებოდა. ბოლოს კი ჰირვონენმა მე-15 სპეცმონაკვეთი მოიგო და ჩამორჩენა 6.4
წამამდე შეამცირა. ფინელი კმაყოფილი დარჩა, თუმცა დასძინა, რომ მეტოქისგან
განსხვავებით, რბილი საბურავები პრაქტიკულად აღარ დარჩა, რაც გადამწყვეტ
სპეცმონაკვეთებზე საქმეს გაუძნელებს.
ახალი ზელანდიის რალი. მეორე დღე
1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) 3:27:51.900
2. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, სიტროენი) +00:06.400
3. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) 01:33.300
4. ევგენი ნოვიკოვი (რუსეთი, ფორდი) 02:02.500
5. ოტ ტაენაკი (ესტონეთი, ფორდი) 02:23.800
6. ტიერი ნოივილი (ბელგია, სიტროენი) 02:47.200
7. დანიელ სორდო (ესპანეთი, მინი) 03:05.900
8. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი) 04:58.000
9. არმინდო არაუჟო (პორტუგალია, მინი) 08:21.100
10.
კენ ბლოკი (აშშ, ფორდი) 09:07.600
No comments:
Post a Comment