Tuesday, June 5, 2012

„ნისან დელტაუინგი“ ლე მანისთვის ემზადება (ვიდეო)


Nissan DeltaWing takes first practice laps at Le Mans
5 ივნისი
ლე მანის წლევანდლი რბოლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მონაწილე, „ნისანის“ ექსპერიმენტული სარბოლი ბოლიდი „დელტაუინგი“ იქნება, რომელმაც ახლახანს, სარტეს ლეგენდარულ ავტოდრომზე, პირველი ტესტები გაიარა. მის საჭესთან კი მორიგეობით ისხდნენ მიხაელ კრუმი, სატოში მოტოიამა და მარინო ფრანკიტი (ინდი 500-ის სამგზის გამარჯვებულ დარიოს უმცროსი ძმა.

გუნდმა სულ 54 წრე შეასრულა და საბურავი მხოლოდ ერთ წრეზე შეცვალა, როდესაც წვიმამ ტრასა დაასველა. ამ ტესტების დროს, სამეულში ყველაზე სწრაფი მოტოიამა გამოდგა, რომელმაც წრე 3 წუთსა და 47.980 წამში გაიარა. ლე მანის შარშანდელი რბოლის მონაცემების გათვალისწინებით, ამ დროით უცნაური გარეგნობის მქონე ავტომობილი LMP2 (ლე მანის პროტოტიპი 2) კლასის დონეზეა. ამასთან, GT კლასის ავტომობილებზე მნიშვნელოვნად სწრაფია.
მაგრამ „დელტაუინგი“ მე-80 ლე მანზე კონკურსგარეშედ იასპარეზებს. ის ექსპერიმენტულ კლას „გარაჟ 56-ში“ იასპარეზებს. ეს სახელი სიმბოლურია, რადგან ის სპეციალურად, ამ ინოვაციური ტექნოლოგიებით შექმნილი ავტომობილისთვის შეიმუშავეს. ეს მანქანა ჩვეულებრივ სარბოლ პროტოტიპებზე ორჯერ მსუბუქია, მისი ძრავის სიმძლავრე ორჯერ ნაკლებია და მასვე ორჯერ ნაკლები აეროდინამიკური წინააღმდეგობა აქვს. და ეს ყველაფერი არაა. ის საბურავებსაც უფრო ზოგავს და საწვავსაც ეკონომიურად მოიხმარს. ეს კი ნიშნავს, რომ ბოქსებში ნაკლები ვიზიტები მოუწევს.
პროექტი „დელტაუინგი“ ამერიკაში შეიმუშავეს და მისი აპრტნიორები, „ნისანი“ და „მიშლენი“ არიან. ავტომობილი, იაპონური კომპანიის 1.6-ლიტრიანი DIG-T ტურბოძრავითაა აღჭურვილი, რომლის სიმძლავრე მხოლოდ 300 ცხენის ძალაა. სხვათა შორის, ეს პროექტი ინდიქარ-ის სერიის ტენდერისთვის შეიქმნა, მაგრამ იქ მას „დალარას“ ბოლიდმა აჯობა, რომელიც ინოვაციური გარეგნობით კი გამოირჩევა, თუმცა ძირითადში მაინც ჩვეულებრივი ღიაბორბლიანი ბოლიდია.

ვიდეო

No comments:

Post a Comment