Saturday, June 9, 2012

ფეტელი პოულზეა


Vettel puts Red Bull on pole in Canada
9 ივნისი
კვალიფიკაცია რბოლაში გამარჯვებას არ ნიშნავს, მაგრამ მაინც, სებასტიან ფეტელს რეალური შანსი აქვს, დააღვიოს ამ სეზონის ტრადიცია და გახდეს პირველი, ვინც მეორე გამარჯვებას მოიპოვებს. გერმანელმა ერთადერთმა შეძლო, მონრეალის ტრასის წრის გავლა წუთსა და 14 წამზე ნაკლებში.

ფეტელმა კარიერაში 32-ე პოული მოიპოვა და „მაკლარენს“ 150-ე პოულის აღებაში ხელი შეუშალა. ამგვარად, მას კვალიფიკაცია იმდენჯერ აქვს მოგებული, რამდენჯერაც ნაიჯელ მენსელს. მასზე ერთით მეტი პოულ პოზიცია ირიცხება შოტლანდიელი ჯიმი კლარკის ანგარიშზე.
„წინა რბოლებიდან შესაბამისი დასკვნები გამოვიტანეთ. იყო შემთხვევები, როდესაც სისწრაფე გვქონდა, მაგრამ მას ვერ ვიყენებდით. ახლა კი მანქანის პოტენციალი სრულად ავითვისეთ“, - განაცხადა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა.
აღსანიშნავია, რომ „რედ ბულს“ კანადაში ჯერ ერთი რბოლაც არ მოუგია. ამის რეალური შანსი შარშან ფეტელს ჰქონდა, მაგრამ წვიმიანი რბოლის ბოლო წრეზე, ჯენსონ ბატონმა გადაასწრო. ფეტელი იმ ექვსი პილოტთაგანია, რომლებსაც წინა ეავს ეტაპზე გამარჯვება აქვთ მოპოვებული. გერმანელმა ეს ბაჰრეინში შეძლო.
„გამარჯვება ძალიან გაგვახარებს. კანადური რბოლა ყოველთვის თავგადასავალია. კვალიფიკაციის მოგება ჯერ არაფერს ნიშნავს, რადგან რბოლაში შეიძლება ბევრი რამ მოხდეს“, - ამბობს „რედ ბულის“ ტექნიკური დირექტორი ედრიან ნიუი.
შეგახსენებთ, რომ FIA-ს ტექნიკურმა კომისიამ, „რედ ბულს“ მანქანის ძირის უკანა ნაწილის გადაკეთება აიძულა. ბევრს ეგონა, რომ კანადაში ეს ავსტრიული გუნდის შესაძლებლობებზე უარყოფითად იმოქმედებდა, მაგრამ კვალიფიკაციამ საპირისპირო აჩვენა. ფეტელი კვალიფიკაციის სამივე სეგმენტში ყველაზე სწრაფი იყო.
„ყველამ დაინახა, რომ მანქანის ძირში არსებულ პატარა ნახვრეტს ბევრი არაფრის მოცემა შეუძლია. ჩვენ ძალიან გაგვაწბილა იმ ფაქტმა, რომ ეს ნაწილი ჯერ კანონიერად ჩათვალეს, მერე კი აკრძალეს. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცოდით, რომ ამით ბევრს არაფერს დავკარგავდით“, - დასძენს ფეტელი.
კვალიფიკაციის მეორე სექტორში, „ჩემპიონთა კედელთან“ შეჯახება მოუვიდა პასტორ მალდონადოს. მისი „უილიამსი“ უკანა მარჯვენა ბორბლით ოდნავ შეეხო კედელს, რამაც მანქანა დაატრიალა. ესპანური ეტაპის გამარჯვებულმა ასპარეზობა შეწყვიტა და რაც მთავარია, მესამე სექტორში გადასვლა ვერ შეძლო.


კანადის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)              1:13.784
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)           1:14.087
3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                  1:14.151
4. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                     1:14.346
5. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                    1:14.411
6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:14.465
7. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:14.645
8. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)              1:14.705
9. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)                 1:14.812
10. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)              1:15.182
- - - - - - - - - -
11. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                      1:14.688
12. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                      1:14.734
13. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)         1:14.748
14. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)     1:15.078
15. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                        1:15.156
16. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი)                       1:15.170
17. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)      1:15.231
- - - - - - - - - -
18. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)              1:16.263
19. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი)                 1:16.482
20. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)            1:16.602
21. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)                 1:17.492
22. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                            1:17.901
23. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)                          1:18.255
24. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)               1:18.330

სასტარტო განლაგება
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)
3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)
4. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)
5. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)
6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)
7. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)
8. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)
9. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)
10. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)
11. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)
12. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)
13. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)
14. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)
15. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)
16. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი)
17. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)
18. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)
19. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი)
20. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)
21. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)
22. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)
23. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)
24. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)

No comments:

Post a Comment