Saturday, June 9, 2012

„მაკლარენმა“ MP4-12C გააუმჯობესა


McLaren Officially Reveals 2013 MP4-12C with 616HP and Other Improvements
9 ივნისი
ჯერ ერთი წელია გასული მას შემდეგ, რაც „მაკლარენმა“ MP4-12C-ს წარმოება დაიწყო, მაგრამ უკვე მის გაუმჯობესებაზე ზრუნავს და პირველი მოდიფიცირებული პაკეტიც მოამზადა, რომელსაც მყიდველს მომავალი წლიდან შესთავაზებს. ამ პაკეტში შედის 25 ცხენის ძალით გაძლიერებული 3.8-ლიტრიანი V8 ძრავი. რაც ყველაზე საინტერესოა, ინგლისური კომპანია ამ პაკეტს მათაც სთავაზობს, თანაც უფასოდ, ვისაც ავტომობილი უკვე შეძენილი აქვს.

ძრავს მართვის ელექტრონული სისტემის პროგრამა შეუცვალეს, რისი წყალობითაც, სიმძლავრე 600-დან 625 ცხენის ძალამდე გაიზარდა. მოდიფიკაცია შეეხო 7-საფეხურიან ტრანსმისიასაც, რისი წყალობითაც, მანქანა აქსელერატორზე უფრო სწრაფად პასუხობს. ტრანსმიას და ძრავს ერთმანეთთან გადაბმის უფრო ეფექტური ქურო აკავშირებს, რაც საფეხურების უფრო სწრაფად და სუფთად გადართვას უზრუნველყოფს.
ამ ცვლილებათა მიუხედავად, ავტომობილს ადგილიდან ასამდე ასაჩქარებლად ისევ 3.1 წამი სჭირდება. სამაგიეროდ, 0-200 კმ/სთ-მდე და 0-300 კმ/სთ-მდე აჩქარების დრო, შესაბამისად, 0.1 წამით (8.8 წამამდე) და 1.0 წამით (26.5 წამამდე) შემცირდა. შესაბამისად, გაუმჯობესებული MP4-12C მეოთხედ მილს 0.1 წამით სწრაფად, 10.6 წამში გადის, დისტანციის ბოლოს კი, მისი სიჩქარე 219 კმ/სთ-ია. 3 კმ/სთ-ით, 333 კმ/სთ-მდე გაიზარდა მაქსიმალური სჩქარე.
„მაკლარენი“ აცხადებს, რომ გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა არ შეცვლილა და ის ყოველ კილომეტრზე ისევ 279 გრამია. იგივე დარჩა საწვავის ხარჯიც - აუპერ ავტომობილს 100 კილომეტრის გასავლელად 11.7 ლიტრი ბენზინი ჰყოფნის.
განახლებულ ავტომობილს შეუცვალეს შემშვები საუნდ გენერატორი, რომელიც ძრავის შემშვები სისტემის ხმის კაბინაში შეღწევის დონეს აკონტროლებს. ამასთან, ეს სისტემა ავტომობილის სამი რეჟიმის (ნორმალი, სპორტი და ტრეკი) შესაბამისად მუშაობს.
შეიცვალა კარის გაღების სისტემაც, რომელიც ადრე შეხების სენსორის აღქმის უნარზე იყო დამოკიდბული, ამიერიდან კი ამ მოვალეობას მცირე ღილაკი შეასრულებს. შეცვლილია კლიმატ კონტროლის სისტემაც. ახალ პაკეტში ასევე შევიდა ალუმინის ახალი ბორბლები, ინტერიერის გაფორმების ახალი სტილი და სხვა. გარდა ამისა, საკიდარში შევიდა ეგრეთ წოდებული ამწევი სისტემა, რომელიც გაჩერებულ და მცირე სიჩქარით (60 კმ/სთ-მდე) მოძრავ ავტომობილის წინა ნაწილს 40 მილიმეტრით, უკანას კი 25 მილიმეტრით მაღლა სწევს.
რაც შეეხება გარეგნულ ცვლილებას, აქ მხოლოდ ერთი სიახლე გვხვდება - „მაკლარენის“ შეცვლილი ემბლემა.

No comments:

Post a Comment