Saturday, June 30, 2012

ძველმა და ახალმა „ალპინებმა“ ერთად გაისეირნეს (ვიდეო)

Renault Alpine A110-50 Concept Goes for a Ride with its Forefather
30 ივნისი
ეს ორი ავტომობილი აგრესიული გარეგნობითაც და ტემპერამენტითაც ჰგავს ერთმანეთს. ამიტომ, ყველა თვლის, რომ კონცეპტუალური „რენოს“ „ალპინ A110-50“, 1960-იანი წლების „ალპინ A110 ბერლინეტის“ ღირსეული შთამომავალია. რაც მთავარია, კონცეპტუალური ავტომობილი ფრანგული კომპანიის ფანებმა მოიწონეს. და ახლა ყველა (რა თქმა უნდა, ვისაც ასეთი ავტომობილის შეძენის ფინანსური უნარი აქვს) - ისინიც და სხვებიც, მის სერიულ ვერსიას ელიან.
„რენოს“ ხელმძღვანელობა ორი ლუქს ბრენდის აღდგენის მიზანშეწონილობას განიხილავს. მათგან ერთის სახელით (რა თქმა უნდა, ეს ალპინი უნდა იყოს) სპორტული ავტომობილების წარმოება იგეგმება, მეორის სახელით კი მაღალი კლასის ავტომობილებს გამოუშვებენ. „ალპინის“ თაობაზე გადაწყვეტილებას რომბები ამ წლის ბოლომდე მიღებენ. თუმცა, ამ ვიდეოს ნახავის შემდგ, ალბათ ეჭვიც არ დაგრჩებთ იმაზე, რომ „ალპინს“ ნათელი მომავალი აქვს - მას აშკარად სარეკლამო დანიშნულება აქვს, რეკლამას კი მხოლოდ იმ პროდუქტს უკთებენ, რომელიც ბაზარზე აუცილებლად გამოვა.





ორივე ავტომობილს რალის ფრანგი მრბოლი, 66 წლის ჟან რანიოტი მართავს, ადამიანი, რომელმაც 1981 წელს მონტე კარლოს რალი „რენო 5 ტურბოთი“ მოიგო. ეს გამარჯვება იმითაცაა გამორჩეული, რომ რალის მსოფლიო ჩემპიონატზე, ტურბოძრავით აღჭურვილმა ავტომობილმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. მოკლედ, რანიოტი „ალპინ A110-50-ის“ საჭესთან ზის, „ალპინ A110 ბერლინეტის“ საჭე კი მის ვირტუალურ და თანაც, ახალგაზრდა ორეულს (1962 წლიდან) ჩააბარეს.
დანარჩენი თავად ნახეთ...


ვიდეო





ასევე წაიკითხეთ

ქართული ტუნინგი


გოჩა ქსოვრელის დიზაინი

No comments:

Post a Comment