Saturday, June 30, 2012

კობაიაში სილვერსტოუნზე „რაღაც განსაკუთრებულს“ გვპირდება

Kamui Kobayashi says 'something special' is possible at Silverstone with Sauber
30 ივნისი
კამუი კობაიაშის სჯერა, მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის დიდ პრიზზე, სტარტზე ხუთადგილიანი ჯარიმით გასვლა უწევს, მაინც „რაღაც განსაკუთრებულის“ მიღწევა შეუძლია. „ზაუბერის“ იაპონელი მრბოლი იმის გამო დაჯარიმდა, რომ ვალენსიას რბოლისას, ფელიპე მასას დაეჯახა.
ავარიის გამო. კობაიაშისთვის რბოლა იქვე დასრულდა, მასას კი მანქანის გასარემონტებლად, ბოქსში დაუგეგმავი ვიზიტი დასჭირდა. აღსანიშნავია, რომ მასასთან შეჯახებამდე, რბოლის საწყის ეტაპზე, იაპონელს შეჯახება ბრუნო სენასთანაც მოუვიდა.
კობაიაშის სილვერსტოუნზე ორი წლის წინ, მე-6 ადგილი აქვს დაკავებული, რაც მის ფ1-ის კარიერაში საუკეთესო შედეგია. ის ამბობს, რომ კარგად იცნობს ბრიტანულ ტრასას, ხუთადგილიანი ჰანდიკაპის დაძლევაში კი „ზაუბერის“ მანქანა დაეხმარება, რომელიც თანდათან სულ უფრო უახლოვდება მოწინავეებს.
„ამ რბოლას მართლა დიდი ოპტიმიზმით ველი. სილვერსტოუნი ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ტრეკია. ჩვენი მანქანები კი საშუალო და მაღალი სიჩქარის მოსახვევებს ყოველთვის კარგად გადის. C31 კი ნელ მოსახვევებშიც კარგია. ეს კი ნიშნავს, რომ ახალ მონაკვეთზე, რომელიც ტრეკს ორი წლის წინ დაემატა, პრობლემები არ უნდა გვქონდეს. მართალია, სტარტზე ხუთი ადგილით ჩამომაქვეითებენ, რბოლისათვის მაინც ოპტიმისტური განწყობა მაქვს. მჯერა, ჩვენ გვაქვს იმის პოტენციალი, რომ ინგლისში „რაღაც განსაკუთრებულს“ მივაღწიოთ. და ცოტა იღბლის იმედზეც ვარ“, - ამბობს კობაიაში.
იაპონელთან შედარებით, თავშეკავებულია მისი მექსიკელი თანაგუნდელი სერხიო პერესი. ის იმედოვნებს, რომ სილვერსტოუნზე, ამ სეზონში მესამედ შეძლებს რბოლის სამეულში დასრულებას, მაგრამ იმასაც დასძენს, რომ ამისათვის, კვალიფიკაციაში უკეთესი შედეგის ჩვენება მართებს.
„ჩემი აზრით, სილვერსტოუნზე გასწრება უფრო ძნელია, ვიდრე ვალენსიაში. ამიტომ, კვალიფიკაციაში კარგ შედეგს უფრო მეტი მნიშვნელობა ექნება. უკეთესი სასტარტო პოზიცია მჭირდბა, ვიდრე წინა ორ რბოლაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, რბოლაში ჩემი სისწრაფის გამოვლენა გამიჭირდება“, - ამბობს კობაიაში, ვინც წინა ორი რბოლა მე-15 სასტარტო პოზიციიდან დაიწყო.



ასევე წაიკითხეთ (საინტერესოა)

ერთი-ერთზე ლე მანთან

No comments:

Post a Comment