Saturday, June 30, 2012

„ფოლკსვაგენ პოლო WRC“ ფინეთის ტყეებში დაფრინავს (ვიდეო)


Volkswagen Polo WRC Jumps, Pounces and Roars Through Finnish Forest
30 ივნისი
„ფოლკსვაგენი“ რალის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება. ამისათვის სპეციალურად შემუშავებული „პოლო WRC“ უკვე გადის ტესტირების სერიას. საჭეს გამოცდილი ფრანგი სებასტიან ოჟიე მართავს. ტესტების მორიგი სერია ფინეთის ტყეებში ტარდება, სუზტად იქ, სადაც ათასი ტბის რალი მიმდინარეობს ხოლმე.

ამ ვიდეოს დახმარებით, ალბათ შეატყობთ, რომ მანქანას ახლავე შეუძლია რალის მსოფლიო ჩემპოიონატის ეტაპებზე გამოსვლა. მაგრამ ვოლფსბურგში სურთ, რომ პირველივე ნაბიჯიდან კონკურენტუნარიანები იყვნენ. და ამიტომ, ინტენსიურად ემზადებიან.
შეგახსენებთ, რომ სარბოლი „პოლო“, რომელიც 1200 კილოგრამს იწონის, 1.6-ლიტრიანი ტურბო TSI ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც მაქსიმუმ 300 ცხენის ძალას და 350 ნიუტონმეტრს ავითარებს. ძრავთან სეკვენტალური გადაცემათა კოლოფია დაკავშირებული, რომლის გავლითაც, ამძრავი ძალა ყველა წამყვან ბორბალს უნაწილდება.

ვიდეო

No comments:

Post a Comment