Monday, June 11, 2012

„შკოდამ“ სედან „რეპიდის“ ესკიზები გამოაქვეყნა


Skoda Rapid sketches revealed

11 ივნისი
ჩეხურმა კომპანიამ თავის ახალ სედან „რეპიდის“ ესკიზები გამოაქვეყნა და გვაუწყა, რომ ამ ავტომობილში, სედანის გარეგნობასთან, ჰეჩბეკის თვისებები იქნება შერწყმული. რაც მთავარია, ამ ავტომობილით, „შკოდა“ ბიუჯეტური მანქანების სეგმენტში პირველ ნაბიჯს გადადგამს. „რეპიდის“ ფასი 13 000 ევრო იქნება, მისი მსოფლიო პრემიერა კი პარიზის მოტორ შოუზეა დაგეგმილი.

„შკოდას“ საწარმოო გამაში, „რეპიდი“ „ოქტავიასა“ და „ფაბიას“ შორის ნიშას შეავსებს. მწარმოებელი მას საოჯახო სედანად წარმოგვიდგენს. ამასთან, ეს იქნება პირველი სერიული ავტომობილი, რომელსაც მლადა ბოლესლაველები შარშან, ჟენევაში ნაჩვენები კონცეპტუალური „ვიჟნ D-ს“ ფრანკფურტის შოუზე წარდგენილი ასევე კონცეპტუალური „მიშნ L-ის“ სტილში შეასრულებენ.
ამ სტილის მთავარი განმასხვავებელი მისი რადიატორის მოყვანილობაა. „რეპიდი“ იქნება პირველი ავტომობილი, რომელზეც ახალ სტილს გამოიყენებენ. ამ სტილში კი მოგვიანებით სხვა ავტომობილებიც შესრულდება. ამ რადიატორის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ისაა, რომ კაპოტის ამონატვიფრი მასზე გადმოდის და ცენტრალურ ნაწილში, რადიატორის ბადეს ზემოდან ავიწროებს. ამასთან რადიატორს მთელს პერიმეტრზე ქრომირებული არშია აქვს შემოვლებული. იცვლება კომპანიის ემბლემაც. უფრო სწორედ, მისი ფერთა გამა, საიდანაც მწვანე ფერი ამოვარდება და მხოლოდ შავი და ვერცხლისფერი დარჩება...
აღსანიშნავია, რომ „რეპიდის“ ბაზაზე დამზადდება „სეატის“ ახალი „ტოლედოც“. ორივე ავტომობილის საბარგულის მოცულობა იქნება 500 ლიტრი. გარდა ამისა, შესაძლოა ჩეხებმა ამავე პლატფორმაზე, მოგვიანებით კუპესძარიანი ავტომობილიც გამოუშვან. თუმცა, ეს ინფორმაცია ჯერ დაუდასტურებელია. ამ თემაზე, „შკოდას“ დიზაინის შეფი იოჟეფ კაბანი ამბობს, რომ ამავე პლატფორმაზე, მის კომპანიას „ფოლკსვაგენისგან“ კიდევ ერთი ავტომობილის წარმოების უფლება აქვს მიღებული. თუმცა ამ ავტომობილის ტიპი ჯერ განსაზღვრული არაა და ის ბაზარზე ჯერ არ გამოვა...

No comments:

Post a Comment