11 ივნისი
რაშიც კორეულ კომპანიას პატარა ჰეჩბეკი i10 უნდა
დაეხმაროს, რომლის წარმოებასაც მალე თურქეთში დაიწყებს. თავიდან დაგეგმილი იყო,
რომ ახალ i10-ს ინდოეთში გამოუშვებდნენ და ევროპაში იქიდან შეიტანდნენ, მაგრამ ეს
ლოჯისტიკურ ხარჯებს გაზრდიდა, რაც ავტომობილის კონკურენტუნარიანობაზე უარყოფითად
იმოქმედებდა. ამიტომ, i10-ის წარმოებისთვის, თურქული ქარხანა „ჰიუნდაი ასან
ოტომოტივ სანაი“ შეირჩა.
ეს ქარხანა ქალაქ იზმიტში მდებარეობს და მისი
თანამონაწილეა თურქული „კიბარ ჰოლდინგი“. მისი წლიური წარმადობა 100 000
ავტომობილია, თუმცა ეს მაჩვენებელი მალე გაორმაგდება. კორეული კომპანიის
ინვესტიციის წყალობით, ამ ქარხანაში დასაქმებულთა რიცხვი 750 ერთეულით გაიზრდება.
გარდა ამისა, მაკომპლექტებლების მიმწოდებელ კომპანიებში დამატებით 1500 ადამიანი
დასაქმდება.
ევროპის ბაზარზე შარშან კორეული კომპანიის
ავტომობილებს შორის, i10 მეოთხე საუკეთესო გაყიდვადი იყო. მასზე მეტი მხოლოდ i30, i20
და ix35 გაიყიდა. კორეული კომპანიისყველაზე პატარა ჰეჩბეკს ევროპაში 73 000
მყიდველი ჰყავდა. ევროპული ბაზრისთვის ავტომობილებს „ჰიუნდაი“ ძირითადად
(დაახლოებით 70 პროცენტს) ორ - თურქულ და ჩეხურ (ნოსოვიცე) ქარხნებში აწარმოებს.
იზმიტის ქარხანა ჰეჩბეკ i20-ს აწარმოებს, ნოსოვიცესი კი - i30-ს, ix20 პატარა
მინივენს და ix35 კომპაქტურ ქროსოვერს.
„ჰიუნდაის“ ევროპული შტოს შეფი ალან რუშფორტი
ამბობს, რომ თურქეთში i10-ის წარმოების დაწყება, მის კომპანიას ევროპაშიგაყიდვების
და ბაზარზე წილის გაზრდაში დაეხმარება. ამასთან, კორეული კომპანიის ევროპაში
წარმატებულ საქმიანობას იმ ფაქტით ხსნის, რომ ამ ბაზრისთვის ავტომობილების
შემუშავება ევროპაშივე (გერმანიაში), იქაური მყიდველის გემოვნების გათვალისწინებით
ხდება.
„ჰიუნდაი“ გეგმავს, რომ ევროპის ბაზრის 3.5
პროცენტს დაეუფლოს, რაც ძალიან ძნელად მისაღწევი მიზანია. ამ ეტაპზე, კორეული
კომპანია ძველი კონტინენტის ბაზრის 2.9 პროცენტს აკონტროლებს. პარალელურად, კიდევ
ერთი მიზანი, წლიურად ნახევარი მილიონი ავტომობილის წარმოებაა.
აღსანიშნავია, რომ მაისში კომპანიამ ევროპაში 38
521 ავტომობილი გაჰყიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 18 პროცენტით მეტია. ამასთან,
16 პროცენტითაა გაზრდილი (187 534-მდე) გაყიდვები პირველ ხუთ თვეში.
No comments:
Post a Comment