Ford's 1.0-liter EcoBoost Scoops 2012 International
Engine of the Year Award
13 ივნისი
კონკურს წლის საუკეთესო ძრავის მთავარი ჯილდო, „ფორდის“
სერია „ეკობუსტის“ 1.0-ლიტრიან ძრავს გადაეცა. ამ აგრეგატმა, რომელიც სიმძლავრით,
მასზე დიდ ძრავებს უტოლდება და იმავდროულად, ძალიან ეკონომიურიცაა, 401 ქულა (კონკურსის
ისტორიაში უმაღლესი შეფასებაა) მოაგროვა და უკან მოიტოვა ამ კონკურსის შარშანდელი
გამარჯვებული, „ფიატ-ის“ 0.9-ლიტრიანი „ტუინეარი“.
ამ კონკურსის არსებობის 13-წლიანი ისტორიის
განმავლობაში, „ფორდის“ ძრავმა პირველად მოიგო მთავარი ჯილდო. გარდა ამისა, ამავე
ძრავს კიდევ ორი სხვა აღიარებაც ხვდა წილად. ჯერ ერთი, ის საუკეთესო ახალ ძრავად
დაასახელეს. მეორეც, ის გახდა საუკეთესო 1.0 ლიტრამდე მოცულობის ძრავებში.
„ამ შესანიშნავმა ძრავმა ასეთი აღიარება სრულად დაიმსახურა.
სამცილინდრიანი ძრავი „ფორდ ფოკუსს“ ისე კარგად მოერგო, რომ ადვილად რწმუნდები
შიდაწვის ძრავების კარგ მომავალში. სიმძლავრე, მიმღებიანობა და საწვავის
მოკრძალებული ხარჯი, მხოლოდ აისბერგის ზედა ნაწილია, როცა ამ შესანიშნავ ძრავს
ახასიათებ. „ფორდი“ ქებას იმსახურებს“, - ამბობს კონკურს წლის საუკეთესო ძრავის და
გამოცემა „ენჯაინ ტექნოლოჯი ინტერნეიშნლ მეგზინის“ რედაქტორი დინ სლავნიჩი.
„მწვანე ძრავების“ კატეგორიაში, საუკეთესოდ „ჯენერალ
მოტორსის“ 1.4-ლიტრიანი აგრეგატი აირჩიეს, რომელიც „შევროლე ვოლტისა“ და მისი
ევროპული ვერსიის, „ოპელ ამპერას“ ჰიბრიდულ აგრეგატებში, სვლის სიშორის გასაზრდელად
გამოიყენება.
სპორტულ ძრავებში საუკეთესოდ „ფერარი 458 იტალიას“ V8
დასახელდა, 1.0-დან 1.4 ლიტრამდე აგრეგატებში „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის 1.4-ლიტრიანი TSI
ძრავი დაასახელეს, 1.4-დან 1.8 ლიტრამდე აგრეგატებში - „ბეემვეს“ ჯგუფისა და „PSA
პეჟო სიტროენის“ 1.6-ლიტრიანი ტურბო. ბავარიულმა კომპანიამ კიდევ სამ კატეგორიაში
მიიღო აღიარება: 1.8-2.0-ლიტრიან დიაპაზონში, საუკეთესო მისი ბენზინზე მომუშავე
2.0-ლიტრიანი წყვილტურბოიანი ძრავი გახდა, 2.5-3.0-ლიტრიანებში - 3.0-ლიტრიანი
ექვსცილინდრიანი (ერთ რიგში განლაგებული ცილინდრებით) ტურბო, 3.0-4.0-ლიტრიანებში
კი - M3-ის V8.
2.0-დან 2.5 ლიტრამდე დიაპაზონში საუკეთესო ძრავად „აუდის“
2.5-ლიტრიანი ხუთცილინდრიანი ძრავი დაასახელეს, 4.0 ლიტრზე მეტი მოცულობის
ძრავებში კი ისევ „ფერარი 458 იტალიას“ V8 გამოარჩიეს.
No comments:
Post a Comment