KTM working on more conventional X-Bow with
doors, windscreen
13 ივნისი
მოტოციკლების წარმოებაზე სპეციალიზებული ავსტრიული
კომპანია KTM-ის სპორტული ავტომობილი X-ბოუ ბევრს მოსწონს და ბევრსაც არ მოსწონს. მოსწონთ
იმიტომ, რომ ადრენალინის მიღების საუკეთესო საშუალებაა. არ მოსწონთ იმიტომ, რომ ასეთი
უშნო ალბათ ავტოინდუსტრიაში მეორე არაფერი შექმნილა. თუმცა, ამ სიუშნოვეში ისეთი
ტემპერამენტი და ძალა ჩანს, რომ აქაც შეიძლება მოწონებისთვის მიზეზის მოძებნა...
თუმცა, მალე KTM თავისი ერთადერთი ავტომობილის უფრო
„ადამიანურ“ ვერსიას გვიჩვენებს, რომელსაც კარებიც ექნება და საქარე შუშაც. ამის
თაობაზე, გამოცემა „ტოპ გიართან“ საუბრისას, თავად კომპანიის მთავარმა
აღმასრულებელმა შტეფან პიერერმა განაცხადა. მან თქვა, რომ მისი კომპანიის
ინჟინრები, X-ბოუს ახალ ვერსიაზე მუშაობენ, რომელსაც საქარე შუშისა და კარების
გარდა, მოსახსნელი სახურავიც ექნება. ოღონდ, არ დაუზუსტებია, ბორბლებს ისევ პატარა
ფრთები დაფარავს, თუ „ნორმალურ“ თაღებში მოაქცევენ და ყოველივე რამდენად შეცვლის
ავტომობილის სტილს.
პიერერს არც X-ბოუს ახალი ვერსიის სახელზე უთქვამს
რამე. სავარაუდოდ, მას X-ბოუ GT-ს დაარქმევენ. ავსტრიული კომპანია ამ ავტომობილის
პირველ ჩვენებას ალბათ ჟენევის მოტორ შოუზე მოაწყობს.
No comments:
Post a Comment