9 ივლისი
მარცხნიდან: პრინცი ლეოპოლდი, ცანკერი და მუდერლაკი |
ჯერ ხუთი წელიც არ გასულა მას შემდეგ, რაც „ბეემვეს
სამყარომ“ (ბეემვე ველტ) მიუნხენში დამთვალიერებელს კარი გაუღო და მუზეუმის ტიპის
საგამოფენო კომპლექსს უკვე 10 მილიონი მნახველი ჰყავდა. სტუმარი, რომლის ბილეთზეც
რიცხვი 10 000 000 ეწერა, ვინმე პატრიკ ცანკერია.
რა თქმა უნდა, ასეთ სტუმარს „ბეემვეს სამყარო“
შესაბამისი პატივით დახვდა. კომპლექსის შეფმა და „ბეემვეს“ კეთილი ნების ელჩმა
თომას მუდერლაკმა და მისმა სამეფო აღმატებულებამ, ბავარიის პრინცმა ლეოპოლდმა
საპატიო სტუმარს შესაბამისი სიგელი და როდსტერ Z4-ის
გასაღები გადასცეს. ცანკერი ამ მანქანას 10 კვირით დაეპატრონა.
„სულ რაღაც 5 წელიწადში 10 მილიონი ფანი გვესტუმრა.
ეს შესანიშნავია და იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი მრავალფეროვანი პროგრამა და „ბეემვეს
სამყაროს“ გამორჩეული არქიტექტურა, ხალხს განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებს. და
ჩვენ ამ საქმეს მომავალშიც გავაგრძელებთ“, - განაცხადა მუდერლაკმა.
ყველაზე მეტმა, 2.3 მილიონმა დამთვალიერებელმა „ბეემვეს
სამყარო“ შარშან მოინახულა. ბავარიული კომპანიის მონაცემებით, ხუთი წლის
განმავლობაში, ყველაზე მეტი (59 პროცენტი) დამთვალიერებელი გერმანიის მოქალაქე
იყო. უცხოელებს შორის კი ამერიკელები და ბრიტანელები სჭარბობენ.
რა
თქმა უნდა, კომპლექსში ბევრი რამის ნახვა შეიძლება, თუმცა მარკის
თაყვანისმცემელთათვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მომენტი ისაა, რომ მათ სწორედ „ბეემვე
ველტში“ შეუძიათ შეკვეთილი ავტომობილის მიღება. გერმანული კომპანიის ინფორმაციით,
კომპლექსის გახსნიდან მოყოლებული, იქ მყიდველებს დაახლოებით 76 000 ავტომობილი
ჩააბარეს.
No comments:
Post a Comment