9 ივლისი
რალის ამერიკელი მრბოლის, კენი ბლოკის ჯიმხანა ტური
გრძელდება. მეხუთე გაჩერება - სან ფრანცისკო. ბედაური ისევ 650-ცხენისძალიანი „ფორდ
ფიესტა“. მენიუშია თავბრუდამხვევი, ფილიგრანულად შესრულებული მანევრები. თან
უყურებთ, რალის მსოფლიო ჩემპიონატზე არაფრით გამორჩეული მრბოლი, როგორიც კენი
ბლოკია, როგორ ახერხებს ასეთი მხეცის გატარებას ისეთ ადგილებში, სადაც ფეხით
მოსიარულესაც კი გაუჭირდება „მანევრირება“.
ეს „გაჩერება“ იმითაცაა საინტერესო, რომ ბლოკმა
პარტნიორად ჰოლივუდური ტურის თოვლის კაცის ნაცვლად, მასავით თავზე ხელაღებული
პიროვნება - ტრევის პასტრანა აიყოლია... პასტრანას X-თამაშებზე
შარშან მაგარი იაღლიში მოუვიდა და უმძიმესი ტრავმები მიიღო. და მას შემდეგ
პირველად სწორედ ჯიმხანაზე გამოჩნდა. რა თქმა უნდა, ის ქროსის მოტოციკლზე
ამხედრებული ასრულებს როლს.
ერთ მომენტში, ბლოკი და პასტრანა არანორმალურ „მოტორიზებულ
ცეკვას“ ასრულებენ.
ნახეთ და ისიამოვნეთ...
ვიდეო
No comments:
Post a Comment