Land Rover Launches More Rugged-Looking Defender
XTech Special Edition
9 ივლისი
იმ დროს, როდესაც „ლენდ როვერის“ ინჟინრები და დიზაინერები
წარმოებისთვის შემდეგი თაობის „დეფენდერს“ ამზადებენ, კომპანიის მარკეტინგის
სამსახურმა ლეგენდარული პირველი „დეფენდერის“ შესაძლებლობების ბოლომდე გამოწურვა გადაწყვიტა
და მის ბაზაზე, მორიგი სპეციალური ვერსია, სახელად „Xტექი“
შესთავაზა მყიდველს.
ამ სახელით, ინგლისურმა კომპანიამ, რომელიც ინდური „ტატას“
ჯგუფში შედის, ავტომობილი შარშანაც გამოუშვა, ახალი „Xტექი“
კი სწორედ იმ სპეცვერსიის ერთგვარი გაგრძელება გახდა. მას მყიდველს ორი, სამ და
ხუთკარიანი ძარით შესთავაზებენ. პირველს „90 ჰარდ ტოპი“ უწოდეს, მეორეს კი - „110
უტილიტი ვეგონ“. შესაბამისად, განსხვავებულია მათი ფერიც - სამკარიანისთვის
ნაცრისფერი (ორკნი გრეი) შეარჩიეს, ხუთიანისთვის კი - ბრინჯაოსფერი (ნარა ბრონზ).
სამაგიეროდ, ორივეს სახურავი და ბორბლის თაღები ერთ, შავ ფერში აქვს შეღებილი.
ექსტერიერის სიახლეებს შორისაა უკანა შუქდიოდური
ფარების ზემოთ მოთავსებული წარწერა „დეფენდერ“, წინა ფარები შავ ფოსოებშია
ჩამჯდარი, რადიატორის ბადე კი იმავე ფერშია შეღებილი, რომელშიც ძარა. უკანა
ბამპერი საფეხურის მოვალეობასაც ასრულებს, ალუმინის 16-დუიმიანი ბორბლები მასიურია,
როგორიც ამ ტიპის ავტომობილს შეეფერება. მათზე კი MTR-ის
საბურავებია ჩაცმული.
სალონში, სავარძლები და ცენტრალური პანელი, ძარის
ფერშია შეღებილი, სავარძლების საკისრეებზე „ლენდ როვერის“ ლოგოა დატანილი,
ხალიძებზე კი „დეფენდერის“ ლოგოს შენიშნავთ. სტანდარტულ ეკიპირებაში შედის კონდიციონერი,
მუხრუჭების ჩაკეტვის საწინააღმდეგო სისტემა, ელექტრონული ტრექშნ კონტროლი, ცენტრალური
საკეტი დისტანციური მართვით, ასევე სავარძლების და საქარე შუშის გამათბობლები.
რაც შეეხება ძრავს, „Xტექს“
მამოძრავებელ ძალას „ლენდ როვერის“ 2.2-ლიტრიანი ტურბო დიზელითაა აღჭურვილი,
რომელიც 120 ცხენის ძალას და 360 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ძრავთან კი
600-საფეხურიანი მექანიკური კოლოფია დაკავშირებული.
ბრიტანეთში
„დეფენდერ Xტექის“
საბაზო ღირებულება 27 995 გირვანქა სტერლინგია.
No comments:
Post a Comment