89 Ford Focus EVs Find Owners in June
5 ივლისი
ელექტრული „ფორდ ფოკუსი“ სხვა ელექტრომობილებისგან
კოხტა გარეგნობით ამოირჩევა. მიმომხილველები თვლიან, რომ მას ჩვეულებრივ „ფოკუსზე“
დახვეწილი გარეგნობა აქვს. ეს „მწვანე“ ავტომობილი ბაზარზე ერთი თვის წინ გამოვიდა
და სიძვირის მიუხედავად, თანდათან მისი გაყიდვებიც იზრდება.
ელექტრომობილი საავტომობილო ბაზარზე ახალი ხილია და
ყოველი გაყიდული ავტომობილი, მისი მწარმოებლისთვის პატარა გამარჯვებაა. ლაპარაკი
აღარაა იმაზე, თუ რა იქნება, როდესაც გაყიდვების დაწყებიდან პირველივე თვეში,
მწარმოებელი 89 ცალ ელექტრომობილს გაჰყიდის. ბევრი არაა, მაგრამ იმაზე (ოთხით) მეტია,
ვიდრე „მიცუბიშიმ“ თავისი პატარა ელექტრომობილი i-მიევ
გაჰყიდა. თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ იაპონური ელექტრომობილი უკვე მესამე
წელია, ბაზარზეა!
საინტერესოა,
რომ „ფორდმა“ კიდევ 151 ელექტრომობილი უნდა გაჰყიდოს, რომ „მიცუბიში“ გაყიდვების წლიური
მაჩვენებლითაც უკან ჩამოიტოვოს. ამის რესურსი კი ცისფერ ოვალს აქვს - ამერიკულ
კომპანიას უკვე 763 ცალი ელექტრული „ფოკუსი“ აქვს დამზადებული. როგორც კი ეს
მარაგი ამოწურვას მიუახლოვდება, „ფორდი“ კვირაში 200 ცალი ელექტრომობილის
გამოშვებაზე გადავა. მისი მარკეტოლოგები თვლიან, რომ ამ მოცულობას ბაზარი იოლად
აითვისებს...
No comments:
Post a Comment