5 ივლისი
ამ ავტომობილში მისმა პირველმა პატრონმა 1912 წელს
1000 გირვანქა სტერლინგი (დღევანდელი კურსით, 93 000 გირვანქა სტერლინგი) გადაიხადა.
100 წლის შემდეგ კი „როლს როის სილვერ გოსტი“ ბონჰემის აუქციონზე (რომელიც გუდვუდის
სიჩქარის ფესტივალის დროს ჩატარდა), დაძაბული და ხაგრძლივი ვაჭრობის ბოლოს, 4.7
მილიონ გირვანქა სტერლინგად გაიყიდა.
„როლს როისის“ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული
ავტომობილი შესანინავ მდგომარეობაშია. ის გარეგნულადაც და შიგნიდანაც ახლაც ზუსტად
ისეთია, როგორიც ასი წლის წინათ იყო. არადა, ერთხელ (პირველი მსოფლიო ომის დროს) სასწრაფო
დახმარების მანქანად გადაკეთებასაც უპირებდნენ.
ასწლოვანი „სილვერ გოსტი“ 7.3-ლიტრიანი
ექვსცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც ცილინდრები ერთ რიგში აქვს
განლაგებული. მისი მახასიათებლები არ ვრცელდება, მაგრამ ცნობილია, რომ ამ
ავტომობილს თითქმის 95 კმ/სთ-მდე აჩქარებს (აჩქარებდა). მისი სალონის გასაწყობად, სპილოს
ძვლისგან და ვერცხლისგან დამზადებული დეტალებია გამოყენებული. კარები კი
აბრეშუმითაა შეფუთული.
წინა მფლობელს, რომლის ვინაობა არ დასახელებულა, ეს
„როლს როისი“ 1992 წელს შეუძენია. მაგრამ სამი წლის წინ, ის ავტო კატასტროფაში
დაღუპულა. დიდი ხნის ორჭოფობის შემდეგ, ოჯახმა ანტიკვარი ავტომობილის გაყიდვა
მაინც გადაწყვიტა.
აუქციონის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ვაჭრობის
დასაწყისში, მისი შეძენა სამ ადამიანს სურდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ფასი 2.3
მილიონს ასცდა, ერთი მათგანი აუქციონს გამოეთიშა. აქედან მოყოლებული, როგორც
იტყვიან, ვაჭრობა ქულა-ქულაში მიდიოდა. თავიდან ბიჯი 50 000 გირვანქა სტერლინგი
იყო, შემდეგ კი ის გაორმაგდა.
საინტერესოა,
რომ აქამდე ყველაზე ძვირადღირებული „როლს როისი“ 1904 წელს გამოშვებული მოდელი
იყო, რომელიც 2007 წელს, 4.5 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაყიდულა.
No comments:
Post a Comment