Wednesday, July 4, 2012

კონცეპცია „ბეემვე ვენჩური“ - ტრანსფორმაციის უჩვეულო უნარით (ვიდეო)

BMW Venture Design Study Expands from City Car to German Hot Rod at the Touch of a Button
4 ივლისი
ღილაკზე თითის ერთი დაჭერა და... თქვენი პატარა საქალაქო ავტომობილი, მომენტალურად ჰოტ როდად გადაიქცევა. ავტომობილის ტრანსფორმაციის ასეთ უჩვეულო თვისებას გვთავაზობს ბრიტანელი დიზაინერი კრის ჰამერსლი, რომელმაც თავის კოცეპტუალურ ნამუშევარს „ბეემვე ვენჩური“ უწოდა.
მისი ავტომობილის მთავარი დამახასიათებელი გარეგნული ნიშანია ორი „მკლავი“ საკიდარი, რომელთა მეშვეობითაც, სპეციალურ მექანიზმს, წინა ბორბლების წინ წაწევა და ამგვარად, ბორბლებს შორის ბაზის გაზრდა (თითქმის გაორმაგება) შეუძლია.
დიზაინერის თქმით, ეს „მკლავები“ ავტომობილს არამარტო მიზანმიმართულ სახეს აძლევს, არამედ მის მართვადობასაც აუმჯობესებს (რა თქმა უნდა, თეორიულად). „ბეემვე ვენჩური“ ორადგილიანი ავტომობილია და ის წყალბადის ფიჭური ელემენტებითაა აღჭურვილი, რომლებში გამომუშავებული ელექტროენერგიაც, ავტომობილის მამოძრავებელ ელექტროძრავებს ამუშავებს.

ვიდეო





ასევე წაიკითხეთ

ქართული ტუნინგი


გოჩა ქსოვრელის დიზაინი
http://autopanoramaf1.blogspot.com/2010/12/2.html

No comments:

Post a Comment