22 ივლისი
ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატმა ეკვატორს
მიაღწია და სეზონის ლიდერიც გამოიკვეთა - ამ ეტაპზე, ფერნანდო ალონსოს და „ფერარის“
ბადალი არ ჰყავთ. ამის დასტურია ის 34-ქულიანი სხვაობა, რომელიც ესპანელს უახლოეს
მდევარ მარკ უებერისგან
აშორებს.
ალონსომ ამ სეზონში
მესამე, კარიერაში კი 30-ე რბოლა მოიგო, რაც მისი გუნდისთვის 219-ე გამარჯვებაა.
მან სტარტზევე შეინარჩუნა კვალიფიკაციაში მოპოვებული მოწინავე პოზიცია და რბოლის
განმავლობაში, ის მხოლოდ ერთხელ, პირველი პიტ სტოპის დროს დროებით დაკარგა. შუა
რბოლიდან კი, მას შემდეგ, რაც კვალში ჯენსონ ბატონი ჩაუდგა, უზადოდ აკონტროლებდა სიტუაციას
და მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანელს DRS-ის გამოყენების უპირატესობა ჰქონდა, მისთვის
შეტევის საბაბი ერთხელაც არ მიუცია.
ბოლო წრეებზე ბატონმა
თავად დათმო პოზიცია და ბოლოსწინა წრეზე, მას პირველივე შეტევით გაუარა სებასტიან
ფეტელმა, რომელმაც მაშინვე სამ წამში ჩამოიტოვა „მაკლარენის“ პილოტი.
აღსანიშნავია, რომ ფეტელმა კვლავ ვერ შეძლო საშინაო რბოლის მოგება, ბატონმა კი,
როგორც ჩანს, კრიზისს თავი დააღწია და კვარცხლბეკს დაუბრუნდა.
რბოლის შემდეგ, სტიუარდებმა ფეტელის მანევრი განიხილეს და დაადგინეს, რომ მან მანევრი წესების დარღვევით შეასრულა - გასწრებისას ტრასიდან ოთხივე ბორბლით გადავიდა. ამის გამო, ის 20 წამით დაისაჯა, რაც რბოლის შემდგომი სანქციებისას, პიტლეინზე გავლას ცვლის. ფეტელი რომ 20 წამით დაჯარიმდებოდა, ეს გერმანულ ტელეარ RTL-ზე კომენტირებისას ნიკი ლაუდამაც აღნიშნა. თუმცა, სანამ სტიუარდები გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, გერმანელმა მრბოლმა კვარცხლბეზე ასვლა და შამპანურით წუწაობა მაინც მოასწრო.
რბოლის შემდეგ, სტიუარდებმა ფეტელის მანევრი განიხილეს და დაადგინეს, რომ მან მანევრი წესების დარღვევით შეასრულა - გასწრებისას ტრასიდან ოთხივე ბორბლით გადავიდა. ამის გამო, ის 20 წამით დაისაჯა, რაც რბოლის შემდგომი სანქციებისას, პიტლეინზე გავლას ცვლის. ფეტელი რომ 20 წამით დაჯარიმდებოდა, ეს გერმანულ ტელეარ RTL-ზე კომენტირებისას ნიკი ლაუდამაც აღნიშნა. თუმცა, სანამ სტიუარდები გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, გერმანელმა მრბოლმა კვარცხლბეზე ასვლა და შამპანურით წუწაობა მაინც მოასწრო.
„ფანტასტიურია,
პოული და... გამარჯვება. ამაღამ ამას აუცილევლად აღვნიშნავთ“, - კვარცხლბეკზევე,
ნიკი ლაუდასთან სახელდახელო ინტერვიუსას განაცხადა ალონსომ, ვისაც ამ დროს,
ფეტელმა და ბატონმა თავზე შამპანური კიდევ ერთხელ დაასხეს. აღსანიშნავია, რომ
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, ჰოკენჰაიმზე რბოლა ორი წლის წინაც მოიგო.
რბოლა მერვე ადგილზე
დაასრულა ალონსოს უახლოესმა მდევარმა უებერმა, ვისაც სტარტზე ხუთი ადგილით უკან
დაწევა იმის გამო მოუხდა, რომ მის მანქანაზე გადაცემათა კოლოფი გახდა შესაცვლელი.
მან რბოლაც მერვეზე დაიწყო და პოზიციის შეუცვლელად მიაღწია ფინიშს. არადა, რბოლისას
მას სამმა პილოტმა - რაიკონენმა, კობაიაშიმ და სერხიო პერესმა გაასწრეს.
ფეტელის დაჯარიმებას
არ დაეთანხმა „რედ ბულის“ შეფი ქრისტიან ჰორნერი: „მან (ფეტელმა) გარედან შეუტია,
როცა ორივე სამუხრუჭე ზონაში იყო. შემდეგ აშკარად წინ გავიდა, თან ჯენსონს მარჯვნივ
საკმარისი დერეფანიც დაუტოვა. ჯენსონმა კი აიძულა, გზიდან გადასულიყო. ამ დროს, სებასტიანმა
კერბზე გაიარა. ვფიქრობ, უსამართლობაა თქვა, რომ ამით იხეირა. ჩემი აზრით, ეს
ჩვეულებრივი სარბოლო ინციდენტი იყო. მოსახვევიდან გამოსვლისას, ჯენსონის მანქანის ბორბლები მოსრიალებული იყო და
მას მოსახვევში ჩატევა გაუჭირდა. ვფიქრობ, სებასტიანის
დაჯარიმება ზედმეტი სიმკაცრე იყო“.
მის მოსაზრებას არ დაეთანხმა „მაკლარენის“ შეფი
მარტინ უიტმარში: „გასწრებისას ტრასის მიღმა გადასვლა არ შეიძლება. ამით
უპირატესობას ღებულობ. ეს მოტორ სპორტის საერთო წესია. ახლა ბრძოლით გახურებულები
ვართ, სტიუარდები კი ამ შემთხვევის განხილვისთვის შესაფერისნი არიან“.
სხვათა შორის, ფეტელმა რბოლისას უკმაყოფილება
გამოხატა, როდესაც მას წრეზე ჩამორჩენილმა ლუის ჰამილტონმა გაასწრო. რა რჯიდა, ლიდერების
ბრძოლაში რომ ჩაებაო. თუმცა, იმ მომენტში აშკარა იყო, რომ ჰამილტონს თანაგუნდელისთვის
პოზიციურ ბრძოლაში დახმარება შეეძლო...
ჰამილტონისთვის
გერმანული ეტაპი (მის კარიერაში მეასე) უქულოდ, თან ფინიშამდე 11 წრით ადრე
დასრულდა. მას სტარტზევე არ გაუმართლა: ჯერ შეყოვნდა (გვიანი რეაქცია), შემდეგ კი ფელიპე
მასას მანქანის ნამსხვრევზე (სტარტზე მასამ, რომენ გროჟანმა და ბრუნო სენამ გზა
ვერ გაიყვეს) გადაიარა, რამაც უკანა მარცხენა ბორბალი დაუზიანა. დაუგეგმავი პიტ
სტოპის შემდეგ, ის ტრასაზე 22-ე ადგილზე დაბრუნდა და ბევრი მიუხედავად, ქულის
აღების შანსი თითქმის არ ჰქონდა, არადა იყო მომენტი, როდესაც ლიდერებზე სწრაფი
იყო.
გერმანიის დიდი პრიზი
ჰოკენჰაიმი. დისტანცია
306.458 კმ (4.574 კმ, 67 წრე)
1. ფერნანდო
ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:31:05.862
2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) +00:03.732
3. ჯენსონ
ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 00:06.949
4. კიმი
რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი) 00:16.409
5. კამუი
კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 00:21.925
6. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 00:27.896
7. მიხაელ
შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 00:28.970
8. მარკ
უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 00:46.941
9. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 00:48.162
10. ნიკო
როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 00:48.889
11. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 00:59.227
12. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 01:11.428
13. დანიელ
რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო) 01:16.829
14. ჟან-ერიკ
ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო) 01:16.965
15. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1 წრე
16. ვიტალი
პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი) 1
წრე
17. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი) 1 წრე
18. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1 წრე
19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი) 2 წრე
20. შარლ
პიკი (საფრანგეთი, მარუსია) 2
წრე
21. პედრო
დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია) 3
წრე
22. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია) 3 წრე
23. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია) 3 წრე
გ. ლუის
ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 11
წრე
შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი
წრე: მიხაელ
შუმახერი - 1:18.275, 57-ე წრე
მრბოლთა კლასიფიკაცია
1. ფერნანდო
ალონსო - 154 ქულა; 2. მარკ უებერი - 120; 3. სებასტიან ფეტელი - 118; 4. კიმი რაიკონენი - 95; 5. ლუის ჰამილტონი - 92; 6. ნიკო როსბერგი - 76; 7. ჯენსონ ბატონი - 65; 8. რომენ
გროჟანი - 61; 9. სერხიო პერესი - 47; 10. კამუი კობაიაში - 31; 11. პასტორ მალდონადო - 29; 12.
მიხაელ შუმახერი - 29;
13. პოლ დი რესტა - 27; 14. ფელიპე მასა - 23; 15. ნიკო ჰულკენბერგი - 19; 16. ბრუნო
სენა - 18; 17. ჟან-ერიკ ვერნი - 4
; 18. დანიელ რიკიარდო 2
კონსტრუქტორთა თასი
1.
რედ
ბულ-რენო
- 238 ქულა; 2. ფერარი - 177; 3. მაკლარენ-მერსედესი - 157; 4. ლოტუს-რენო - 156; 5.
მერსედესი - 105; 6. ზაუბერ-ფერარი - 78; 7. უილიამს-რენო - 47; 8. ფორს ინდია-მერსედესი
- 46; 9. ტორო როსო-ფერარი - 6
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment