Sunday, July 22, 2012

„რედ ბულებმა“ შეიძლება სტარტი პიტლეინიდან აიღონ...

Red Bull's engine maps referred to German Grand Prix stewards by FIA
22 ივლისი
FIA-ს (საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის) ტექნიკური კომისია ეჭვობს, რომ „რედ ბული“ ძრავების რეგლამენტს არღვევს. ამის გამო, თავისი ეჭვები გერმანიის დიდი პრიზის სტიუარდებს გაუზიარა, რომლებმაც უნდა გადაწყვიტონ - ავსტრიული გუნდის პილოტები, სებასტიან ფეტელი და მარკ უებერი რბოლას სასტარტო რიგიდან დაიწყებენ, თუ პიტლეინიდან.
FIA-ს ტექნიკურმა დელეგატმა ჯო ბაუერმა აღმოაჩინა, რომ ძრავის ტელემეტრიულ მონაცემებში, მაბრუნი მომენტის გრაფიკს უჩვეულო ფორმა აქვს. კერძოდ, ამ გრაფიკიდან ჩანს, რომ ძრავის საშუალო ბრუნთა რიცხვებზე, მაბრუნი მომენტი უჩვეულოდ მცირდება. ბაუერის თქმით, ეს უკვე რეგლამენტის დარღვევაა, თუმცა არის კიდევ ერთი გარემოება, რომელიც რეგლამენტს არღვევს. კერძოდ, ასე ძრავს აეროდინამიკური ეფექტის შექმნა შეუძლია!..

კერძოდ, FIA-ს ეჭვი აქვს, რომ ასეთი ვარიაციებით, „რედ ბული“ ჩასაბერი დიფუზორის ეფექტს აღწევს. ასეთი სისტემები კი ამ სეზონიდან აკრძალულია. ბაუერი ჯერ არ აკონკრეტებს, თუ რა გზით შეიძლება ჩასაბერი დიფუზორის ეფექტის შექმნა, მაგრამ რეგლამენტის რამდენიმე პუნქტის დარღვევას აფიქსირებს.

„ჩვენ ორივე მანქანის ძრავის მაბრუნი მომენტის საბაზო მონაცემები შევამოწმეთ. როგორც გაირკვე, ორივე შემთხვევაში, საშუალო ბრუნვებზე, მაბრუნი მომენტი შესამჩნევად კლებულობს, ეს კი ადრე არ ფიქსირდებოდა. ჩემი აზრით, ეს უკვე არის რეგლამენტის 5.5.3 პუნქტის დარღვევა. გარდა ამისა, მომენტის შემცირებას, მანქანის აეროდინამიკაზე გავლენის მოხდენა შეუძლია. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ საკითხის გადაწყვეტას სტიუარდებს ვანდობ“, - ამბობს ბაუერი.

P.S. სტიუარდების გადაწყვეტილებით,  „რედ ბულის“ ორივე პილოტი რბოლას სასტარტო რიგიდან დაიწყებს - ფეტელი მეორე დადგება, უებერი კი - მერვე. თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით, „რედ ბული“ და FIA კონსულტაციებს გააგრძელებენ.



ასევე წაიკითხეთ

ქართული ტუნინგი


გოჩა ქსოვრელის დიზაინი

No comments:

Post a Comment