Sunday, July 22, 2012

ბატონი: ჩემს „მაკლარენზე“ სწრაფი მანქანა არაა

Jenson Button says no one faster than McLaren now
21 ივლისი
გერმანიის დიდ პრიზზე ასპარეზობის შემდეგ, ჯენსონ ბატონმა ჟურნალისტებთან საუბარში თავდაჯერებულმა განაცხადა, რომ მის მანქანაზე სწრაფი, პელოტონში სხვა მანქანა არ ეგულება. წვიმიან კვალიფიკაციაში ბრიტანელმა მხოლოდ მეშვიდე ადგილი დაიკავა, რბოლა კი მეორეზე დაასრულა.

ბატონი დასძენს, რომ მისი მანქანა ვალენსიასა და სილვერსტოუნზეც კარგად სამართავი იყო, თუმცა სიჩქარე აკლდა. მაგრამ გერმანიაში გუნდმა გაუმჯობესებული მანქანით იასპარზა, რამაც სიჩქარის პრობლემაც მოხსნა. ამიტომ, ბატონი დარწმუნებულია, რომ შემდგომ რბოლებში გუნდი ისევ მოწინავეთა შორის იქნება.
„ძალიან მიხარია, რომ ჩვენმა გარჯამ შედეგი გამოიღო. ჩვენ უკვე სიჩქარეც აღარ გვაკლია. უფრო მეტიც, ჩვენს მანქანაზე სწრაფი, პელოტონში არცერთი სხვა მანქანა არ მეგულება. დარწმუნებული ვარ, შემდგომ რბოლებში ისევ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ“, - ამბობს ბრიტანელი და დასძენს:
„გარკვეული პრობლემები გვქონდა, წინა ორ ეტაპზე კი თავდაჯერება დამიბრუნდა. თუმცა, სიჩქარე გვაკლდა იმისათვის, რომ გამარჯვებისთვის ბრძოლა შეგვძლებოდა. აქ კი ესეც შევძელით და ეს შესანიშნავი იყო. „ფერარი“ შესანიშნავად გამოიყურება, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ ისინი ჩვენზე სწრაფები არიან. ზოგ მონაკვეთზე ისინი სიჩქარეში არ ჩამოგვრჩებოდნენ. ორივე პიტსტოპის შემდეგ, ფერნანდო საბურავებს ზოგავდა, რაც რბოლის ბოლოს დაეხმარა - როცა დავეწიე, სწორედ უკეთესი რეზინის წყალობით არ მომცა გასწრების საშუალება“.
ბატონი დარწმუნებულია, მომდევნო ეტაპების კვალიფიკაციებზე თუ უკეთ იასპარეზებს, მაშინ გამარჯვებისთვის ბრძლასაც შეძლებს. ჯერ სეზონის მხოლოდ ნახევარია გასული და თუ მანქანა სეზონის ბოლომდე კონკურენტუნარიანი იქნება, გამარჯვებისთვის ბრძოლის რეალური შანსიც გაჩნდება.



ასევე წაიკითხეთ

„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი

No comments:

Post a Comment