10 ივლისი
„ბეემვემ“ გამოაცხადა, რომ „მინის“ სამოდელო გამას ათამდე
გააფართოებს, რისთვისაც, გაიზრდება ამ ბრენდის ბრიტანული ქარხნების წარმადობა.
უფრო მეტიც, მალე ალბათ ბავარიული კომპანიის განკარგულებაში გადავა „მიცუბიშის“
ჰოლანდიური ქარხანა „ნედქარი“, რომელსაც იაპონური კომპანია მალე გააჩერებს.
„ბეემვემ“ ოქსფორდის, ბირმინგემის და სუინდონის ქარხნების
მოდერნიზაციისთვის 250 მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოჰყო. ოქსფორდში „მინის“ ავტომობილების
აწყობა ხდება, სუინდონში ფოლადის სატვიფრი საწარმოა, რომელიც ძარის პანელებს
უშვებს, ბირმინგემში კი ძრავები მზადდება. ამდენივე თანხა მოხმარდება ახალი მოდელების
შემუშავებას და წარმოებისთვის მომზადებას.
„უკვე შვიდი წელია, „მინის“ ბიზნესი აღმავლობის
გზას ადგას, ჩვენს ჯგუფს კი ამ ბრენდის კიდევ უფრო განვითარებისთვის სპეციალური გეგმა
აქვს შემუშავებული“, - ამბობს „ბეემვეს“ ჯგუფის დირექტორთა საბჭოს წევრი ჰარალდ
კრუგერი და დასძენს, რომ „მინის“ საწარმოო შესაძლებლობების გასაზრდელად, აუცილებელია
კონტრაქტით საწარმოს დაქირავება. ამ ქარხანაში კუპე ქროსოვერ „პეისმენს“ (ქანთრიმენის
სამკარიანი ვერსია) და პატარა მინივენ „თრეველერს“ გამოუშვებენ.
„ჩვენი მიზანია, კონტრაქტით ისეთი ქარხნის
დაქირავება, რომელიც „მინის“ ბრიტანულ ინფრასტრუქტურასთან“, რაც შეიძლება, ახლოს
იქნება. სწორედ ასეთია „ნედქარი“, რომელთანაც ამჟამად მოლაპარაკებას ვაწარმოებთ.
ოქსფორდში კი ძირითადი საწარმოო და ტექნიკური ბაზა დარჩება. როგორც მიუნხენია „ბეემვესთვის“,
ისეთივე სახლი იქნება „მინისთვის“ ოქსფროდი“, - დასძენს კრუგერი.
შარშან „მინიმ“ მთელს მსოფლიოში 285 ათასზე მეტი ავტომობილი
გაჰყიდა, რაც წინა წელთან შედარებით, 21 პროცენტით მეტია. წელს კი უკვე 151 875 ავტომობილია
რეალიზებული, რაც წინა წლის მონაცემებს 7 პროცენტით აღემატება. გაყიდვების ზრდის
ასეთ მაღალ ტემპს, ქროსოვერ „ქანთრიმენის“ პოპულარობა და ამერიკისა და ჩინეთის
ბაზარზე გაყიდვების ზწრაფი ზრდა განაპირობებს.
No comments:
Post a Comment