Tuesday, July 10, 2012

„მაკლარენის“ ანიმაცია (ტიუნდ) - ეპიზოდი 1, ბორბლის ქანჩები (ვიდეო)

McLaren Animation (Tooned) - Episode 01, Wheel Nuts
10 ივლისი
თავისი არსებობის განმავლობაში, განსაკუთრებით კი მას შემდგ, რაც მისი მფლობელი და მმართველი რონ დენისი გახდა, „მაკლარენმა“ სახელი გაითქვა, როგორც მკაცრი, მხოლოდ გამარჯვებაზე ორიენტირებული ხასიათის გუნდმა. მაგრამ ბიზნესი ფართოვდება და ფორმულა ერთის გარდა, კომპანიის ინტერესები სუპერ ავტომობილების წარმოებაზეც გავრცელდა. პარალელურად კი მისმა მარკეტოლოგებმა საჭიროდ ჩათვალეს იმიჯის შეცვლა და ამგვარად, ახალგაზრდა თაობის მოზიდვა. ამის საუკეთესო საშუალებას კი ანიმაციური მოკლე ფილმების გამოშვება მიიჩნიეს.
პირველი ასეთი ფილმი „მაკლარენმა“ ბრიტანეთის დიდი პრიზის დღეებში გამოაქვეყნა. ფილმი იმითაცაა საინტერესო, რომ თავიანთ ანიმაციურ პროტოტიპებს, თავად ლუის ჰამილტონი და ჯენსონ ბატონი ახმოვანებენ. პირველ ფილმში ასევე მოხსენიებულია ნაიჯელ მენსელი, უფრო სწორედ ის ფაქტი, რომ ის თავისი ცნობილ ულვაშს 1995 წელს შეელია.
ფილმის მსვლელობისას, „პილოტები“ გუნდის საიდუმლო მიწისქვეშა ტექნიკურ ბაზას მოინახულებენ, სადაც მათ მანქანა საოცრებას უჩვენებენ და მისი ტესტირების საშუალებას მისცემენ...
ფილმის პრეზენტაციისას, ბატონმა და ჰამილტონმა აღიარეს, რომ ფილმის გახმოვანებაზე მუშაობა სახალისო იყო. ეს ჩვენი იდეა არ ყოფილა, შემოგვთავაზეს და დავინტერესდითო - ყვება ჰამილტონი.
„მაკლარენს“ და მის პარტნიორ კომპანია „ფრეიმსტოუნს“ ანიმაციური ფილმის რამდენიმე ეპიზოდი უკვე შექმნილი აქვთ, მათ კი ყოველი ეტაპზე, „სკაიზე“ რბოლების რეპორტაჟებს შორის უჩვენებენ.

ვიდეო





ასევე წაიკითხეთ (საინტერესოა)

ერთი-ერთზე ლე მანთან

No comments:

Post a Comment