Tuesday, July 10, 2012

ამერიკა ისევ „ბენტლის“ უდიდესი ბაზარია


United States Regains Title of Bentley's Biggest Market from China in First Half of 2012
10 ივლისი
ამერიკის შეერთებული შტატებმა, „ბენტლის“ ავტომობილების გასაღების უდიდესი ბაზრის სტატუსი დაიბრუნა. ინგლისური კომპანიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ ექვს თვეში ამერიკაში 1 140 ავტომობილის გაყიდვა შესძლო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 25.7 პროცენტით მეტია. ჩინეთში გაყიდვებმა 55.7 პროცენტით მოიმატა და 1 059-ს მიაღწია. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ პირველი კვარტლის მონაცემებით, ლიდერის პოზიცია ჩინეთს ეკავა.

მთელს მსოფლიოში, „ბენტლის“ გაყიდვები 32 პროცენტით არის გაზრდილი. სულ 3 929 ავტომობილია რეალიზებული. ევროპაში ლიდერი ბრიტანეთია, სადაც 557 ავტომობილია გაყიდული. ეს კი 4.5-პროცენტიანი ზრდაა. რაც შეეხება სხვა ბაზრებს, მათ შორის გამორჩეული ახლო აღმოსავლეთია, სადაც „ბენტლიმ“ 346 ავტომობილი (ზრდა - 47.9 პროცენტი) გაჰყიდა. გაყიდვების ზრდის ტემპის მიხედვით, ლიდერი იაპონიაა, სადაც 114.3-პროცენტიანი მატებაა. გაყიდვები მაღალი ტემპით (52.6 პროცენტი) იზრდება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში.
„პირველი ექვსი თვის მონაცემებით კმაყოფილი ვართ. აშკარაა ზრდა მსოფლიოს ყველა რეგიონში. ამერიკასა და ჩინეთს შორის კონკურენცია კი საინტერესო სახეს ღებულობს. საინტერესოა, წლის მონაცემებით რომელი მიაღწევს უპირატესობას“, - ამბობს „ბენტლის“ მთავარი აღმასრულებელი ვოლფგანგ დურჰაიმერი.
ინგლისური კომპანიის განცხადებით, 30 პროცენტით არის გაზრდლი ფლაგმან სედან „მულსანის“ გაყიდვები, „კონტინენტალ GT-ს“ გაყიდვებმა კი (ამ ავტომობილს მყიდველს W12 და V8 ძრავებით სთავაზობენ) 48.5 პროცენტით მოიმატა.

No comments:

Post a Comment