Tuesday, July 10, 2012

„ფორდ მუსტანგ GT კუპე“ - უბრალოდ, კონცეპცია

2015 Ford Mustang GT Coupe Design Concept: A Look Into the Future
10 ივლისი
ბირნსის მუსტანგი
 მალე ამერიკის საავტომობილო ინდუსტრიის ერთ-ერთ სიამაყეს, „ფორდ მუსტანგს“ 50 წელი შეუსრულდება. და რა თქმა უნდა, ამ თარიღისთვის ამერიკული კომპანია განსაკუთრებით ემზადება. და სიახლესაც ამზადებს - „მუსტანგს“ ცვლის. მართალია, ახლანდელი „მუსტანგი“, რომლის გარეგნობაშიც, რეტრო და თანამედროვე სტილი ოსტატურადაა შერწყმული, ბევრს მოსწონს, მაგრამ „ფორდი“ გვპირდება, რომ შემცვლელს მასთან საერთო არაფერი ექნება.


პირველი და თანამედროვე მუსტანგი
და მაინც, სანამ ახალი ცხენის სტილს პირველად გვიჩვენებს, ბევრი იმედოვნებს, რომ დიზაინის ახლანდელი ტრენდი გაგრძელდება. დამოუკიდებელი დიზაინერები კი ახალი „მუსტანგის“ საკუტარ ვერსიებს ქმნიან. მათი უმეტესობა, სწორედ ახლანდელი სტილის დახვეწას ცდილობს, თუმცა აშკარაა, რომ ამით ტუნინგის მცდელობის შთაბეჭდილებას ტოვებენ.
მაგრამ მათ შორისაც შეიძლება გამორჩეული იდბის ნახვა. მაგალითად, ჯოშ ბირნსის „მუსტანგ GT კუპე“, რომელშიც, როგორც ავტორი ამბობს, მან ახლანდელ სტილში, არაერთი კონცეპტუალური მოდელის ფორმების შერწყმა სცადა. ავტორის განმარტებით, იცოდა-რა, რომ ახალი „მუსტანგის“ სტილს ბევრი საერთო ექნება კონცეპტუალურ „ევოსთან“, მან საკუთარი ვერსიის ფორმების დარბილება გადაწყვიტა.
მომავალი მუსტანგი?
ამ ნამუშევარში ყველაზე საინტერესო, ავტომობილის წინა ნაწილია. კერძოდ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს არის ერთი დიდი რადიატორი, რომელშიც ავტორმა ფარები და ბამპერი განათავსა. გაბარიტული ფარები ამ კომპოზიციის გარეთ დარჩა. მართალია, ფორმები ცოდა გართულდა, მაგრამ სამაგიეროდ, ამით ავტორმა თავიდან აირიდა მანქანის ზედმეტად აგრესიული იერი - მანქანა პირდაღებულ კაშალოტს არ დაამსგავსა...
ახალ სტილთან მსგავსებაც სწორედ ამ ნაწილში შეინიშნება. კერძოს, რადიატორს უსწორმასწორო ექვსკუთხედის ფორმა აქვს, სწორედ ისეთი, რომელსაც ბოლო კონცეპტუალურ (მათ შორის, ევოსზეც) და სერიულ მოდელზე ნახავთ.
და მაინც, ყველაფრის მიუხედავად, ბირნსის ვერსიის „მუსტანგი“ უფრო თანამედროვე პონი ქარის ევოლუციური ვერსიაა, „ფორდი“ კი „მუსტანგის“ რევოლუციას გვპირდება...



ასევე წაიკითხეთ

ქართული ტუნინგი


გოჩა ქსოვრელის დიზაინი

No comments:

Post a Comment