10 ივლისი
სილვერსტოუნზე ტრიუმფიდან ორ დღეში, მარკ უებერმა
და „რედ ბულმა“ კონტრაქტი კიდევ ერთი სეზონით გაახანგრძლივეს. ამგვარად, ფ1-ის „სილი
სიზონს“ (გადასვლების „გიჟურ სეზონს“) ერთი მსუყე საკბილო მოაკლდა - ავსტრალიელის „ფერარიში“
შესაძლო გადასვლის ჭორებს წერტილი დაესვა.
უკვე რამდენიმე სეზონია, ავსტრალიელი მრბოლო და ავსტრიული
საჯინიბო კონტრაქტს მხოლოდ ერთი სეზონით აგრძელებენ. და ხელშეკრულებაზე ყოველი
ხელმოწერის წინ, უებერის სხვაგან (ძირითადად ფერარიში) შესაძლო გადასვლაზე
უამრავი-მითქმაა ხოლმე. მაგრამ შედეგი ყოველთვის ერთია. უებერი ამბობს, რომ სებასტიან
ფეტელის თანაგუნდელად დარჩენა, ყველაზე ლოგიკური არჩევანი იყო.
„2007 წლიდან „რედ ბულში“ ვარ და ამ დროში, ცხრა დიდი
პრიზის მოგება შევძელი. ამჟამად ძალიან თავდაჯერებული და მაქსიმალურად
მოტივირებული ვარ. გუნდს კარგად ვიცნობ და მასთან თავს კომფორტლად ვგრძნობ. წლების
განმავლობაში, ჩვენ ერთად ჩამოვყალიბდთ კონკურენტუნარიან ძალად. და აბსოლუტურად
მართებულად მოვიქეცი, როდესაც აქ კიდევ ერთი სეზონით დარჩენა გადავწყვიტე. გუნდი
მუდმივად თავდაუზოგავად მუშაობს იმისათვის, რომ ყველა მიმართულებით განვითარდეს,
რისი შედეგიც ისაა, რომ ჩვენ რბოლებს ვიგებთ. ძალიან მიხარია, რომ სილვერსტოუნზე
გამარჯვებიდან ორი დღის შემდეგ, ამ კონტრაქტის გაფორმებაზე გიყვებით. ჩემი მხრივ,
თავს არ დავზოგავ იმისათვის, რომ ყოველ რბოლაში გამარჯვებისთვის ვიბრძოლო და ეს
დამოკიდებულება არც მომავალ სეზონში შეიცვლება“, - ამბობს უებერი.
„ამ სეზონის პირველ ცხრა სეზონში, მარკი ძალიან
კარგად ასპარეზობს, მისი შედეგები შთამბეჭდავია. რაც ფორმულა ერთშია, მარკმა ყველაზე
მეტს „რედ ბულთან“ მიაღწია. ჩვენ ერთად 9 რბოლა და 10 კვალიფიკაცია მოვიგეთ და 31-ჯერ
ვიდექით კვარცხლბეკზე. რამდენადაც ორივე მხარეს სურდა ამ წარმატებული
თანამშრომლობის გაგრძელება, ახალი კონტრაქტის გაფორმება ლოგიკური გადაწყვეტილება
იყო. დიდი სიამოვნებით ვადასტურებთ, რომ მომავალ სეზონში მარკი ჩვენთან იქნება“, -
განაცხადა „რედ ბულ რეისინგის“ შეფმა ქრისტიან ჰორნერმა.
შეგახსენებთ,
რომ უებერი „რედ ბულში“ 2007 წლიდანაა. ბოლო ორი სეზონი მან მესამე ადგილზე
დაასრულა. ორი წლის წინ, კარგა ხანს სეზონის ლიდერი იყო, ამჟამად კი მეორე
ადგილზეა და ლიდერ ფერნანდო ალონსოს 13 ქულით ჩამორჩება.
ასევე წაიკითხეთ (საინტერესოა)
No comments:
Post a Comment