Friday, July 13, 2012

„შკოდა“ გაყიდვების რეკორდებს ამყარებს


Skoda Reports Six-Month Sales Record
13 ივლისი
„შკოდამ“ ეს წელი შესანიშნავად დაიწყო. ყველა ბაზარზე, სადაც ჩეხური კომპანია მუშაობს, მისი გაყიდვები გაზრდილია. პირველ ექვს თვეშ კომპანიამ უკვე თითქმის 493 000 ავტომობილის გაყიდვა მოასწრო, რაც შარშანდელ შესაბამის მაჩვენებელზე 8.4 პროცენტით მეტია.

„შკოდამ“ ნახევარმილიონიან ზღვარს ზედიზედ მეორე რეკორდული ივნისის წყალობით მიაღწია. ჩეხურმა კომპანიამ ივნისში 87 400 ავტომობილი გაჰყიდა. ეს კი 7 100 ავტომობილით მეტია ერთი წლის წინ გაყიდული ავტომობილების რაოდენობაზე, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელი იყო.
დასავლეთ ევროპაში, სადაც ზოგიერთი ქვეყნის ბაზარზე ახალი ავტომობილების გაყიდვების კლებაა დაფიქსირებული, ჩეხური კომპანია პირიქით, გაყიდვებს ზრდის. კერძოდ, ამ რეგიონში ივნისში სულ 35 600 „შკოდა“ გაიყიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 500-ით (სულ რაღაც, 1.2 პროცენტით) მეტია.
გაყიდვების ზრდა სხვა ბაზრებზეც დაფიქსირდა. მაგალითად, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში (მტება 2.7 პროცენტია), ჩინეთში (5.5 პროცენტი). ყველაზე მეტი ტემპით, „შკოდას“ ავტომობილების გაყიდვები ინდოეთში (39.3 პროცენტი) იზრდება, თუმცა იქ შედარებით ცოტა, 3 200 ავტომობილი გაიყიდა.
ჩეხურმა კომპანიამ ახლახანს ახალი ხელმისაწვდომი ავტომობილი - „რეპიდი“ გამოუშვა, რაც მისი გაყიდვების ზრდის გარანტიას იძლევა. „შკოდა“ თავის ჩინურ ოპერაციებსაც მნიშვნელოვნად აფართოებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მალე (წლიური მონაცემებით) მილიონიანი ზღვარის გადალახვასაც შეძლებს...

No comments:

Post a Comment