BMW i8 Named Best Concept of 2012 in the US
13 ივლისი
„ბეემვეს“ პლაგ-ინ ჰიბრიდული სპორტული ავტომობილი
i8, რომლის მსოფლიო პრემიერაც სამი თვის წინ, პეკინის მოტორ შოუზე გაიმართა, ჩრდილოეთ
ამერიკის წლის საუკეთესო ავტომობილად დაასახელეს. ჟიურიმ, რომელშიც 25 ჟურნალისტი შედიოდა,
კონკურსი კი მეთერთმეტედ ჩატარდა.
ჟიურიმ არჩევანი 34 ავტომობილს შორის გააკეთა,
რომელთა შორისაც, მხოლოდ ის კონცეპციები იყო, რომელთა პრემიერაც წელს, ამერიკის
კონტინენტზე ჩატარდა. მართალია, i8-ს მსოფლიო პრემიერა პეკინში შედგა, მაგრამ
მოგვიანებით ის ნიუ იორკშიც წარადგინეს.
არამარტო ამ კონკურსში გამარჯვება, არამედ მისადმი მთელს
მსოფლიოში საყოველთაო დაინტერესება იმის აშკარა მიმანიშნებელია, რომ i8-ს კარგი
მომავალი აქვს. არადა, ამ ავტომობილის წარმოება ორი წლის შემდეგ უნდა დაიწყოს. მასზე
ადრე ბავარიელები გაცილებით იაფსა და „მშვიდ“ ჰეჩბეკ i3-ს გამოუშვებენ.
ჟიურის ერთ-ერთი წევრი, ბილ შაფერი i8-ს ასე
აფასებს: „თავისი ფორმებით ეს ავტომობილი მთის ყინულივით ცივ მდინარეს მაგონებს, მასში
ჯდომისას კი ღია ავტომობილში ყოფნის შთაბეჭდლება გექმნება და ხვდები, რომ გარემოზე
ზრუნვის მონაწილე ხარ. და რა თქმა უნდა, არანაირად არ ზარალობს მანქანის
ტემპერამენტი“.
ჟიურის კიდევ ერთი წევრი, კრის პული: „i8 ინოვაციური
კონსტრუქციით, ძალური დანადგარებით გამოირჩევა, არის სრულიად ფუნქციონირებადი,
მიმზიდველი გარეგნობის. დიზაინის ეს ენა ახალი სუბ ბრენდის მტავარი გარეგნული
განმასხვავებელი ნიშანი იქნება. რაც მთავარია, ამ ავტომობილში სუპერ ავტომობილის სტილი
და სიჩქარე, მომავალზე ორიენტირებულ ეკოლოგიურ მახასიათებლებთან იდეალურადაა
შეხამებული“.
შეგახსენებთ,
რომ i8-ს ჰიბრიდულ სისტემაში შედს ბენზინზე მომუშავე სამცილინდრიანი 1.5-ლიტრიანი
ტურბოძრავი, რომლის სიმძლავრე 223 ცხენის ძალაა, ასევე ელექტროძრავი 130 ცხენის
ძალით. შიდაწვის ძრავთან ორმაგი ქუროთი შეწყვილებულია რობოტიზებული კოლოფი.
ელექტროძრავს კი ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი კვებავს. მათში
დაგროვილი ენერგია 35 კილომეტრის გასავლელადაა საკმარისი, დამუხტვას კი 2 საათი
სჭირდება.
No comments:
Post a Comment